kids.ge logo

დათვი და ფუტკრები

ფავორიტებში დამატება

დათვი
“- ცოტა თაფლი მიწილადე
დედოფალო ბზულა!
ნუ მეტყვი, რომ ამხელა გზა
ვიბაჯბაჯე ტყუილად”.

ფუტკარი
“- შე მსუნაგო, ჩვენ სულ ვშრომობთ,
შენ კი არც გვეხმარები,
ეს ზამთარიც გაიყვანე
ძილითა და მთქნარებით”.

დათვი
“- აბა როგორ დაგეხმაროთ,
წამში მკბენთ და მიცილებთ,
ბოლოს დრუნჩზე რომ მიკბინეთ, 
დიდხანს ვერც გავიცინე”.

ფუტკარი
“- მერე რა, რომ ფუტკრები ვართ,
სულ არ გვინდა გიკბინოთ,
მაგრამ, როცა თაფლს გვართმევენ
როგორ უნდა ვითმინოთ?”

დათვი
“- ჩემზე რომ ხართ ნაწყენები,
სიტყვოდაც ვიცოდი,
ჩემს პატარა ბელებს შიათ,
თორემ არც მოვიდოდი”.

ფუტკარი
“- კარგი, მოდი და ბოლოჯერ,
შვილებისთვის წაღე,
მაგრამ კბენა არ აგცდება
ხმა-კრინტი თუ გაიღე!!!”

დათვმა დიდად გახარა,
ბუნაგისკენ გაიქცა,
დრო გავიდა, მუქარა კი
რელობად არ იქცა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ფეხბურთელი გოგონაყველას უკვირს, როცა ვითხოვ, მიმიყვანონ ფეხბურთზე, მხოლოდ ბიჭი ახსენდებათ სიტყვა: “სპორტის ერთგულზე&...მომავალი ტიკტიკამერე რა, თუ ყველა სიტყვას დიდებივით ვერ ვამბობ, რასაც ვითხოვ, მაინც ხვდებით, ჰოდა,რატომ ვიდარდო?! თუკი ჩე...წვიმავნახოთ, წვიმა ჩემს კიკინებს როგორ დაუწკაპუნებს, ქოლგა უნდა გადავმალო, ვეთამაშო შხაპუნებს!!! სასაცილოდ თამ...ლეკვის გასაჭირიაი ისევ გაიხურეს პატრონებმა კარი, წასვლამდე კი დამიტოვეს უამრავი რჩევა: არ იცელქო, არ იყეფო, უნდა იყო წყნ...ჯიუტი ნია"თქვენ ადექით, ეს ჰამაკი მე გამიბა ძიამ!" - და-ძმას ასე ეჩხუბება პაწაწინა ნია. არ დგებიან მეტიჩრები, ჩუმა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026