kids.ge logo

ნუციკო

ფავორიტებში დამატება
სად გინახავს, მითხარი,
მელაკუდა - უკუდოდ,
სავარცხლოდ - ოფოფი,
ანდა სოკო - უქუდოდ!
სად გინახავს, კენგურუს
ჩანთა შინ დარჩენოდეს,
მონადირეს ხელში
თოფი არა სჭეროდეს!
შენ კი ჩემო ჭკვინო,
ჩემო კარგო ნუციკო,
როგორ მოხდა, სკოლაში
რომ წახვედი უწიგნოდ?!
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026