kids.ge logo

მელაკუდას ჩივილი

ფავორიტებში დამატება

ნეტავ რატომ მეძახიან
გაიძვერა მელიას?!
ჩემი ქება ერთ ლექსშიც კი
რად არ გამორია?!

ნეტავ, ყველა მელაკუდა
ცბირი რომ ჰგონიათ,
ჩვენგან ნათქვამი ტყული
როდის გაგონიათ?!

მურიას რა ენაღვლება,
თავს პატრონი ევლება,
ჩემს შიმშილს კი სხვისი ხელით
სულაც არ მოევლება.

ჩიტების და ქათმის დევნა
ჩემი მოდგმის ვალია,
ბალახს რომ ვერ გეახლებით
განა ჩემი ბრალია?!!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სიმღერებით სწავლაგაკვეთილებს სულ ღიღინით წავიკითხავ ნელა. სწავლას გართობაც უხდება, ალბათ იცით ყველამ....კეკე-ბეკეკეკე ბეკე მიიწვიეს დაბადების დღეზე, სიხარულით არ შეეძლო ფიქრი სხვა რამეზე. დედიკომაც გამოპრანჭა, მიაცილა ...ჩემი უფროსი დაიკოყოველთვის წიგნებს რომ უზის ჩემი უფროსი დაიკო, თამაშს როცა ვთხოვ,არ იმჩნევს, თითქოსდა ხმა ვერ გაიგო. და ამ...მომავალი ტიკტიკამერე რა, თუ ყველა სიტყვას დიდებივით ვერ ვამბობ, რასაც ვითხოვ, მაინც ხვდებით, ჰოდა,რატომ ვიდარდო?! თუკი ჩე...შეკითხვებიუამრავი შეკითხვა რომ მიტრიალებს თავში, მთელი დღე რომ ვლაპარაკობ, ვერ მიძლებენ სახლში. დედას ახსნილს რომ ვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026