kids.ge logo

დედიკოს დამხმარე

ფავორიტებში დამატება

მიყვარს რომ ვეხმარები
დედას დალაგებაში
მადლობას კი არ მიხდის
სეთ დახმარებაში.

კომოდს როცა ალაგებს
და ზემოდან მოჰყვება
მე ქვემოდან გადმოვყრი
რაც კი ხელში მომხვდება.

მერე ჩართავს მტვერსასრუტს
და მეც ვალში არ ვრჩები,
წინ რომ წავა მაშინვე
უკნიდან ვექაჩები.

ტაკს რომ ჯოხით წმენდს,
მეც ის ჯოხი მინდება,
ბავშვური თამაში ხომ
რა ხანია მწყინდება.

რატომ ბრაზობს დედიკო
მართლაც გამკვირვებია,
მამიკოს რა აცინებს
ვეღარ გამირკვევია.

მე ხომ ძალიან მინდა
დედა არ დაღალოს
და ჩემი დახმარებით
ყოველთვის გახაროს.

მიყვარს რომ ვეხმარები
დედას დალაგებაში
მადლობასაც არ მიხდის
სეთ დახმარებაში.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დედის დღეგანა მხოლოდ დედის დღე, ყოველი დღე შენია, შენ ხარ ყვავილების და გაზაფხულის ფერია. დედი როცა იღიმი, გული ბე...მერე რა თუ ცივანაზი, თეთრი ფანტელი ცეკვა-ცეკვით ცვივა, მერე რა, თუ სუსხია! მერე რა, თუ ცივა! ხელის გულზე მადნება ფიფქი ე...დიდი ბებიაშვილთაშვილი რომ მქვია განა ჩემი ბრალია, დიდი ბებო ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქალია. ერთად იმდენს ვხალისობთ ვიცი...მშრომელი ფუტკარიიცინიან, თამაშობენ მინდვრად ციცქნა მწერები, ფუტკარი კი მხოლოდ შრომობს, მოიფრინა ველები. ეძახიან მეგობრები...ლეკვის გასაჭირიაი ისევ გაიხურეს პატრონებმა კარი, წასვლამდე კი დამიტოვეს უამრავი რჩევა: არ იცელქო, არ იყეფო, უნდა იყო წყნ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026