kids.ge logo

დედიკოს დამხმარე

ფავორიტებში დამატება

მიყვარს რომ ვეხმარები
დედას დალაგებაში
მადლობას კი არ მიხდის
სეთ დახმარებაში.

კომოდს როცა ალაგებს
და ზემოდან მოჰყვება
მე ქვემოდან გადმოვყრი
რაც კი ხელში მომხვდება.

მერე ჩართავს მტვერსასრუტს
და მეც ვალში არ ვრჩები,
წინ რომ წავა მაშინვე
უკნიდან ვექაჩები.

ტაკს რომ ჯოხით წმენდს,
მეც ის ჯოხი მინდება,
ბავშვური თამაში ხომ
რა ხანია მწყინდება.

რატომ ბრაზობს დედიკო
მართლაც გამკვირვებია,
მამიკოს რა აცინებს
ვეღარ გამირკვევია.

მე ხომ ძალიან მინდა
დედა არ დაღალოს
და ჩემი დახმარებით
ყოველთვის გახაროს.

მიყვარს რომ ვეხმარები
დედას დალაგებაში
მადლობასაც არ მიხდის
სეთ დახმარებაში.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბაკურიანშიბევრჯერ დამსვა კარუსელზე დედამ ბაკურიანში. დროის გასვლას ვერც ვხვდებოდი თამაშსა და ტრიალში. თოვლის კაციც ...თავნება ფისოთავნება და მსუქანა მომიყვანეს ფისო, “ეს გვაკლდაო” - ბებომ თქვა - “მეტი რა გვიჭირსო&rdqu...მერე რა თუ ცივანაზი, თეთრი ფანტელი ცეკვა-ცეკვით ცვივა, მერე რა, თუ სუსხია! მერე რა, თუ ცივა! ხელის გულზე მადნება ფიფქი ე...ლეკვის გასაჭირიაი ისევ გაიხურეს პატრონებმა კარი, წასვლამდე კი დამიტოვეს უამრავი რჩევა: არ იცელქო, არ იყეფო, უნდა იყო წყნ...უკანონო ბურთირა დუელი გაუმართავთ სტადიონზე ბიჭუნებს?! "შენი არა,ჩემიაო", თან აჩენენ კიჭუნებს. ამ კამათის ნამდვილ მიზეზ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026