kids.ge logo

მშრომელი ფუტკარი

ფავორიტებში დამატება

ცინიან, თამაშობენ
მინდვრად ციცქნა მწერები,
ფუტკარი კი მხოლოდ შრომობს,
მოიფრინა ველები.

ძახიან მეგობრები
კოღო, ბუზი, პეპელა,
“- მოდი, ჩვენთან გაერთეო”,
ფრთებს უქნევენ ნელნელა.

“- გართობისთვის ვერ დავკარგავ
გაზაფხულის ამ დღეებს,
შუა გზაზე მიტოვება
არ უხდება საქმეებს.

ყვავილები უნდა ვნახო,
ფერადი და ნორჩები,
მხოლოდ მაშინ დავისვენებ,
როცა საქმეს მოვრჩები”.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბაქიბუქა ბაჭიაბაჭია გმირულ ამბებით მეგობრებს მუდამ აოცებს, ფეხზე დამდგარი ჰყვება და თან მათ სახეებს ამოწმებს. "- აბა მტ...სხარტი ქურდბაცაცაბებომ ჩურჩხელებისათვის გადამალა თხილი, იცის რა მსუნაგიცა ჰყავს ციცქნა შვილიშვილი. ზუკას უთხრა: " - აღარ ა...დედის დღეგანა მხოლოდ დედის დღე, ყოველი დღე შენია, შენ ხარ ყვავილების და გაზაფხულის ფერია. დედი როცა იღიმი, გული ბე...ჩემი უფროსი დაიკოყოველთვის წიგნებს რომ უზის ჩემი უფროსი დაიკო, თამაშს როცა ვთხოვ,არ იმჩნევს, თითქოსდა ხმა ვერ გაიგო. და ამ...იძულებით გმირისახლში თაგვის გამოჩენას მოჰყვა აურზაური, დედამ ამსვა მაგიდაზე და ატეხა ხმაური. ამ ხმაურზე შემოცვივდნენ მე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026