kids.ge logo

რეზიკო და სანდრიკო

ფავორიტებში დამატება

რეზიკო და სანდრიკო
ტყუპი ძმები არიან,
სათამაშოდ ეზოში
ერთად მიხარიათ.

ერთნარად იცვამენ,
ერთნარად დადიან’
ვერაფრით ვერ გაარჩევ,
თუ ვინ უფრო მარდია.

ძალზე მოუსვენრები,
ძალზე, ძალზე ცქვიტები,
ჰგვანან კურდღლის ბაჭიებს
გაწრიპული ბიჭები.

გაკვეთილზეც ცქმუტავენ,
წუთით ვერ ჩერდებიან,
მაგრამ გამოკითხვისას
სხაპასხუპით ყვებიან.

ერთად მტკიცედ არიან,
ვერაფერი აშინებთ,
ყველა კითხვას ერთ-ერთი
პასუხებს მაშინვე.

ჯერ ნორჩები არიან,
თამაშობით გართული,
უკვე უყვართ სამშობლო,
ჩვენი ენა ქართული.

ნამდვილ მამულიშვილთა
შემართება ექნებათ,
ლომის ორი ბოკვერი
საქართველოს ეზრდება.

ხვალინდელ დღის იმედად
და მომავლის საყრდენად,
წარმატება ვუსურვოთ
და სურვილთა ახდენა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

* * *დედი, შეხე, ჩვენი ფისო, სახურავზე ზისო, მოდი, კიბე მივუტანოთ, ვეღარ ჩამოდისო! -კატას კიბე რაღად უნდა, შენ...ენძელებითუმც ჯერ ცივა, მიწას თოვლი კვლავ თეთრ საბნად აფარია, ეგ თამამი ენძელები თებერვალმა გადარია. ნაკადულიც ჩას...დიდი ბიჭიმე ხომ უკვე გავიზარდე, აღარა ვარ პატარა, მეყო უკვე, რაც დედიკომ თვის ნებაზე მატარა. ყოველ დილით მაძალებენ...ჭკვიანს სწავლა უნდაინგლისიდან ჩამოფრინდა ერთ დიდ ტყეში ჩხიკვი, მასპინძლად იქ ეგულება კუდბათქუნა ციყვი. ინგლისურის შესასწავლა...ფისოს შურისძიებათაგუნიამ გადაწყვიტა წვეულება გაემართა, ვინ და ვინ არ დაპატიჟა მეზობელი კატის გარდა. სტუმრებს რა და რა მია...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026