kids.ge logo

მგელი

ფავორიტებში დამატება

გალიში
უძლური ვარ, უძლური.
დარდით გავხდი,
არ გეგონოთ ტყული.
მენატრება,
უღრან ტყეში ძუნძული,
ღამღამობით,
მთვარის შუქზე ყმული.
განა მშია?
მაგიტომ ვარ ავადა?
სულ არ მინდა
ეს ხორცი და
ეს ძვლები.
ნეტავ ისევ
ტყეში გამანავარდა...
თავის რჩენას
მე თვითონაც შევძლებდი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სახლიჩიტს ბუდე აქვს, დათვს – ბუნაგი, ციყვს – ფუღურო, თაგვს კი სორო. ყველა თავის ბინას აგებს, ყველა...რკოს კაცუნადღეს პატარა ვერიკომ მოაგროვა ტყეში რკო. მერე დაჯდა ხის ძირას, გააკეთა იცი, რა? პაწაწინა კაცუნა, რკოსთავა ...რა დახატა ბაქარმახატვას იწყებს ბაქარი, მოიმარჯვა ფანქარი. დახატა და წაშალა დაკლაკნილი გზა-შარა. მერე - დიდი სახლი და გზაც ...ციყვიაღარ სწავლობს ციყვი თავის გაკვეთილებს, თხილის დანახვაზე აკაწკაწებს კბილებს. წიგნს არ იღებს ხელში, კითხვა ...ვის რა აჩუქა თოვლის პაპამზეიმია უღრან ტყეში, ცეკვავენ და მღერიან - შეიკრიბნენ ცხოველები, თოვლის პაპას ელიან. ნაძვი მორთეს, ათასფერ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026