kids.ge logo

ჩოჩორი

ფავორიტებში დამატება

დაბაკუნობს მინდორში
საყვარელი ჩოჩორი,
თავი მოაქვს კიტრივით
-შეუჭრია ქოჩორი.
ნეტა ვინ შეუკრიჭა
სე კოხტად,ლამაზად?
მგონი ჩვენი ჩოჩორი
მელამ გალამაზა.
მელაკუდა დალაქმა
თხებსაც შეჭრა ქოჩორი,
მაგრამ სად ისინი და
სად ლამაზი ჩოჩორი?!
თხები შურით აივსნენ,
მოწამლეს ფიქრები
-დიდი რომ გაიზრდები
ყურშა ვირი იქნები.
-არც თქვენ გალამაზდებით,
რომ ჩაგაცვან ფარჩები,
წვერცანცარა თხები ხართ
და მასეთად დარჩებით!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ციცქნა გოჭიდედა ღორს დააკლდა გოჭუნა თვლაში, მოქექა ეზო და არ მოხვდა თვალში, მივარდა სხვა გოჭებს,დაუწყო დათვლა, გოჭებ...სურვილი თოვლის პაპასრა მზიანი ზამთარი გვაქვს, ზაფხულივით დარია, წელიწადის ეს დროები ნეტა ვინმემ არია? დედას გულით ვეხმარები ,...წინასაახალწლოფიფქმა თავი გამოყო უზარმაზარ ღრუბლიდან, გაეშურა მიწისკენ- გზაში დავლურს უვლიდა. იფარფატა,იბრუნა, იქროლა დ...ბაჭიკო და სტაფილოს კექსისაახალწლო სამზადისის დატრიალდა სურნელი, სტაფილოს კექსს უნაწილებს კურდღლებს დედა მზრუნველი. აფუსფუსდნენ ბა...ზარმაცის ეჭვიჭიანჭველას შემოუდევს ზურგზე დიდი ტვირთი, მერამდენე გზას აკეთებს-უკვე ვეღარ ვითვლი. მეც შემეძლოს ნეტა ასე ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026