kids.ge logo

ზაფხული

ფავორიტებში დამატება

მზე-მაესტრომ, ადრიან,
დაიქნია ჯოხი.
ცერზე ჩამორა
ალვამ მწვანე ჩოხით.
ტაშს უკრავენ ფოთლები,
განა ქარის ბრალია,
ეს პეპელა - კაცია,
ის პეპელა - ქალია.
ნახე, როგორ ცეკვავენ
დე-ტრუას და პა-დე-დეს,
ეს მინდორი სცენაა,
შენც იცეკვე, გაბედე.
ყაყაჩო და გვირილა
აქეთ-იქით ანთია,
კალიბიც ახალი
პუანტებით დახტიან.
ფუტკრებს - ოქროს ფლეტა,
ხოჭოს - დიდი ჩელო,
ვილინო - ბულბულებს,
მღერის მწვანე მდელო.
სასკივარას აწივლებს
კოღობის გუნდი,
ქალბატონი მანჭკვალა
თავს იწონებს ქუდით.
ბისზე იწვევს მერცხალს
მოჩუხჩუხე წყარო,
ზაფხულს პრემირა აქვს,
ნუ ხმარობ, ქარო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნეტავ მართალი თუა?მელანოს დევუკელები უკვე სკოლაში შესულან! გუშინ რომ ფაფას ლოკავდა, ის დევიც შვიდის შესრულდა. - სკოლაში რას...მუხლუხოს მუხუდოერთი საწყალი კალია დახანხალებდა მშიერი. გზად ნათლიმამა მუხლუხო შემოხვდა, დინჯი იერით. შეატყო, რომ ჩვენს კ...ზამთარიზამთარს მოაქვს თოვლი, ყინვა. ქუდს, ხელთათმანს, კაშნეს, მოარგებს და დიდ-პატარას თბილ ქურთუკებს აცმევს. ლოლ...მზე ამოვა დილითჩიტი ბუდეს აშენებს, ბუდე ჩვენს ბაღს ამშვენებს. დაზრდის ჩიტი ბარტყებს, დედა გაზრდის ბავშვებს. მამა დარგავს...ბაღის მეგობრებიჩვენ ვართ ბაღის მეგობრები, ერთად ვსწავლობთ, ვთამაშობთ, ვინმემ თუკი მოიწყინა, რას ვაკეთებთ? - გავართობთ! -...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026