kids.ge logo

საშობაო კონცერტი

ფავორიტებში დამატება

ბუს ბახალა ბუკა
სიხარულით ბუქნავს.
_ ვინ ესტუმრა? _ დედა.
_ რა მოართვა? _ ფლეტა!
_ რა კარგია, ჰედა,
დაკვრას ვიწყებ დღედან!
როლის პედალს
ვერ წვდებოდა ბედად,
ვილინოს ხემიც
ყო ძალზე გრძელი,
მძიმე იყო ჩელოც,
ტყეში როგორ ევლო?
ჰოდა ჩვენი ბუკა
ფლეტაზე უკრავს!
- საშობაოდ ვმართავ კონცერტს!
ბილეთებში ვითხოვ ორ ცენტს!
- პროგრამაში რა გაქვს ბუკა?
- რა თქმა უნდა, ,,ღამის ფუგა“!
ჭოტი გახლავთ მაესტრო,
ყველა უნდა დაესწროთ!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სად ხარ, გეძებ, შემოდგომავ?იქნებ ღრუბლებიდან მოდის წვიმასა და ქართან ერთად? იქნებ, სკოლაშიც კი გვიცდის, კლასში გვემალება, მერხთან? ი...როგორ გაჩნდა შავი არაგვი?- ერბო? - ასიოდ ქილა. - კვერცხი? - ათასი ცალი. -ცეცხლი? - ტკაცანით დაფრთხა ტყეში ჭინკა და ალი. ერბოკვერცხ...დედასდედა, დედილო, დედუკავ, მზეზე თბილო და ტკბილო, შენს გულს რომ გაუხარდება, ისეთ შვილობას ვცდილობ. ყოველი დღი...მუხლუხოს მუხუდოერთი საწყალი კალია დახანხალებდა მშიერი. გზად ნათლიმამა მუხლუხო შემოხვდა, დინჯი იერით. შეატყო, რომ ჩვენს კ...ქარ-წვიმაშიღამეა და ზუის ქარი, კედლებს გააქვთ ჭრაჭა-ჭრუჭი, საბუდარში, დედის ფრთებქვეშ, ფშვინავს ორი ბატის ჭუკი. ერთი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026