მე−ლა−ნოს დე−ვუ−კე−ლე−ბი
უკ−ვე სკო−ლა−ში შე−სუ−ლან!
გუ−შინ რომ ფა−ფას ლო−კავ−და,
ის დე−ვიც შვი−დის შეს−რულ−და.
- სკო−ლა−ში რას ას−წავ−ლი−ან?
- დევთ ანა-ბანას, ალ−ბათ.
- კი−დევ? - ზღაპ−რებს და ა−რა−კებს
და დევგ−მი−რე−ბის ამ−ბავს.
მუ−სი−კა−საც რომ სწავ−ლო−ბენ?!
ვი−ო−ლი−ნო აქვთ ერ−თი,
ცხრა−ვე დევს სმე−ნა ჰქო−ნი−ა,
არ გას−წყრო−მი−ათ ღმერ−თი.
ჰო−და, გა−მებს რომ უკ−რა−ვენ,
თურ−მე ზან−ზა−რებს ხე−ვი,
თე−ლას−გან გა−მო−უთ−ლი−ათ
ი−მა−თი სარ−გო ხე−მი.
ა−სი უ−ლა−ყის კუ−დი−სა
ზედ−ვე გა−უ−ბამთ ძუ−ა,
კონ−ცერტ−ზე მი−ვუწ−ვე−ვი−ვართ,
ნე−ტავ მარ−ტა−ლი თუ−ა?
მე−ლა−ნოს სი−ხა−რუ−ლის−გან
გუ−ლი გა−უსკ−დეს ლა−მის,
ცხრა ფრა−კი ჩა−აგ−ვი−რის−ტა,
არ უ−ძი−ნი−ა ღა−მით.
ცხრა−ვეს და−აჭ−რა ფრ−ჩხი−ლე−ბი,
ცხრა−ვეს და−ბა−ნა პი−რი,
საგზ−ლად ჩა−უ−დო თი−თო დევს
ას-ა−სი კვე−რი ტკბი−ლი.
ბო−ლოს თა−ვა−დაც მო−იგ−დო
მხრებ−ზე ნამ−ზით−ვი ფარ−ჩა
და წაბ−რა−გუნდ−ნენ კონ−ცერტ−ზე,
ხე−მი კი....სახლში დარ−ჩათ.
ზოგადი ინფორმაცია
ავტორებისთვის
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო