kids.ge logo

ქარ-წვიმაში

ფავორიტებში დამატება

ღამეა და ზუის ქარი,
კედლებს გააქვთ ჭრაჭა-ჭრუჭი,
საბუდარში, დედის ფრთებქვეშ,
ფშვინავს ორი ბატის ჭუკი.

ერთი ისეთ სიზმარს ხედავს,
ახლოს მისვლას ვერ გაბედავ -
ბატის პრინცმა, პატარამ,
მიიწვია მეჯლისზე!
კაბა შვენის თეთრი გედის,
მძივებით და ლურჯი რუშით.
მერე კი, მთელი ღამე
დაჭყაპუნობს ვითომ რუში.

მარტო დედას არ სძინავს,
რად აშინებს ქარ-წვიმა?

ღელესთან რომ უდედმამო
ჭუკი ნახა გუშინ,
სად არიო, ნეტავ, - ფიქრობს, -
ჩამახუტა გულში.
მოვძებნი და მოვიყვანო
სათუოდ შინ. . .

გარეთ კიდევ ქარი ზუის
და საშინლად წვიმს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნეტავ მართალი თუა?მელანოს დევუკელები უკვე სკოლაში შესულან! გუშინ რომ ფაფას ლოკავდა, ის დევიც შვიდის შესრულდა. - სკოლაში რას...საშობაო კონცერტიბუს ბახალა ბუკა სიხარულით ბუქნავს. _ ვინ ესტუმრა? _ დეიდა. _ რა მოართვა? _ ფლეიტა! _ რა კარგია, ჰეიდა, და...იყო და არა იყო რაიყო და არა იყო რა, - ასე დაიწყო ზღაპარი, ტყუილზე ბევრად ტყუილი, მართალზე უფრო მართალი. ზღაპარი ბებოს ბები...ბაღის მეგობრებიჩვენ ვართ ბაღის მეგობრები, ერთად ვსწავლობთ, ვთამაშობთ, ვინმემ თუკი მოიწყინა, რას ვაკეთებთ? - გავართობთ! -...ყველა შიშის ჯინაზესუნს შეიგრძნობს ცხვირი, გრძელიც, მოკლეც, მსხვილიც. ყურებს ესმით ხმა და ბგერა, ახლო - კარგად, შორი - ძნელა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026