kids.ge logo

მამალი

ფავორიტებში დამატება
- იცით, ქათმებო, რას გეტყვით,
მეტი რომ არ ვთქვა თავზედა,
ჩემი ბადალი, მითხარით,
ვინ არის ქვეყანაზედა?!

დავირები ამაყად
და ვყივი მაღალხმინი,
შიშის ზარსა ვცემ ყველასა
ვაჟკაცი დეზებინი.

ლამაზიცა ვარ, ბიბილო
მიმიგავს წითელ ლალებსა,
კისერი კოხტად მიჭირავს
და ვაბრილებ თვალებსა. -

ყიყლიყოს დასაძახებლად
გულიც კი აყუნცულდა,
მაგრამ უეცრად პაწი
გოშია გამოცუნცულდა.

დაჰყეფა, შეკრთა მამალი,
როგორც გვრიტი და შოშია,
და შერცხვენილმა რაინდმა
მოჰკურცხლა საქათმეშია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ციგაობა-ნატრობდით და აგისრულდათ კიდეც გულის საწადელი; თქვენ გეგონათ რომ სიმწვანეს შეირჩენდა მთა და ველი?! აბა, ა...რთველიადე, პირი დაიბანე, გამოფხიზლდი, ჩემო თინა! რახანია ცელქმა სიომ ვენახები დაირბინა. ვაზებს ჩხები შეურხია ის...ცხენობანაგადამსხდარან ყმაწვილები გამხმარ ჯოხის ცხენებზედა, საჯირითოდ გამოსულან ბექობსა და სერებზედა. ზოგს აცვია, ზ...ჩიტი და ილაპატარა ილამ ეზოში ბევრი იცელქა დილითა; გამოაყრუა მიდამო გამხმარი ლელის სტვირითა. შემდეგ მოახტა ცხენჯოხას,...ცელქებიშეხეთ ცელქებს, როგორ ჩუმად მიჰპარვიან მაწვნის ქილას; ყური უგდეთ, რა ხალისით ეუბნება ვანო ილას: -ამოვუსვათ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026