kids.ge logo

სხვანაირი ახალი წელი

ფავორიტებში დამატება

ქარი სტვენს და ფიფქები
ზამთრისპირულს მღერიან.
მელაკუდა ხელებს შლის:
-რანარი წელია?
კუ კვერს უკრავს მელიას:
-სკოლა ცარილია,
ბაღი ცარილია,
რანარი წელია?
დათუნიაც დუდღუნებს:
-სცენაც ცარილია,
სახალწლო ზეიმზე
ბავშვები არ გველიან,
რანარი წელია?
რანარი წელია?..
ბოლოს წერო-ექიმმა,
ბრძანა დინჯად, სვენებით:
-ხშირ-ხშირად და გულდასმით
დაბანეთ ხელები;
მალე აქარობას
თოვლი უხვად მიბარდნის,
ტყის მეჯლისზე, ამაღამ
გამოცხადით პირბადით.
ჯაზ-ორკესტრი მზადაა,
შაშვ-ბულბულნიც - ფრთოსანნი,
თოვლის პაპაც გვეწვევა -
სიც პირბადოსანი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

აქლემიარც ფიქრში, არც სიზმარში, ცხადში ვნახე, ნაქები- წვრილფეხება, ფურთხია, ძია ალის აქლემი. ღრიანცელით მოსდევდ...ეზომზიანი დღე იყო გუშინ, გვაქეზებდა ეზოს ნუში დაბერილი კვირტებით: -მიდით, განიტვირთებით, მოწყენილი ნუ ხართო,...სათაფლიაზე ექსკურსიის შემდეგდინოზავრის ნაკვალევი როცა მოინახულა - მოიმარჯვა ფუნჯები და აკვარელი ვახუნამ. ხატავს მწვანე დინოზავრებს ჯი...ფიფქის სიმღერაციდან მოვალ, ცისმარი, აგიცხადეთ სიზმარი. სანამ ვქარგავ ამ ხედებს, კარში გამოიხედეთ!.. მე ვარ ზამთრის ბალა...მარი ზღმარტლითგაღმა სერზე ზღმარტლი მწიფს, ციცქნა მარი ბილიკს წვრილს შეჰყვა, კალათს ბებო ოლღამ მოაყოლა ჭრელი ქოლგა, რადგ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026