kids.ge logo

მეხანძრეები

ფავორიტებში დამატება

ბა, ჩართეთ სირენა,
მანქანები დასძარით! -
უღრან ტყეში მგლის ბუნაგს
გასჩენია ხანძარი.
ამბის შემსწრე მთელ ტყეში
მხოლოდ შავი შაშვია,
შენიშნავს, ასანთით
ლეკვებს უთამაშნიათ.
რეკავს ჩვენი კოდალა,
განა არის ენაბლუ?
_ მისამართი გვასწავლეთ,
ლო! ალო! - ღელავს ბუ.
კოდალამ თქვა: - ტყის ბედი
მეხანძრეთა ხელშია,
ცეცხლი ჩხიკვის ქუჩაზე
მეცხრე შესახვევშია.
შიშმა გადარა
დაბურ ტყის ბინადართ,
ბედად, დროზე მოვარდა
მეხანძრეთა ბრიგადა.
მიუშვირა წყლის ჭავლი
ცეცხლის ენებს მახარემ,
ნიკომაც და დაჩიმაც
წუთით არ დახანეს -
შეეშველენ მეგობარს,
არც რეზიმ თქვა ური,
ერთ საათში დასცალეს
მთელი რეზერვური.
_ ტყე თქვენ გადაგვირჩინეთ,
ღმერთიც აგაშენებთო,
ჩვენი დროის გმირებო -
მეხანძრე-მაშველებო!
_ ბრძანა ლომმა, მგლის ლეკვებს
მიაშვირა თან თათი:
_ აწი აღარასოდეს
თამაშოთ ასანთით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ეზომზიანი დღე იყო გუშინ, გვაქეზებდა ეზოს ნუში დაბერილი კვირტებით: -მიდით, განიტვირთებით, მოწყენილი ნუ ხართო,...სათაფლიაზე ექსკურსიის შემდეგდინოზავრის ნაკვალევი როცა მოინახულა - მოიმარჯვა ფუნჯები და აკვარელი ვახუნამ. ხატავს მწვანე დინოზავრებს ჯი...თეოს დარდი-თეო, რამ დაგაღონა, თვალებს რად აფახულებ? -რამ და, დილით, გოგოლა, სკოლა მოვინახულე; თითქოს ვეღარც ვიცანი ...მაისითითქოს არა იყო რა... თითქოს არი, არც არი.. ქალაქს, ისეც სავარდოს, ვარდის დაგავს ხანძარი. ყველაფერი ბრიალე...დათვებიარ აცალეს ღამეს წასვლა, ცისკრის ვარსკვლავს ანთება, საახალწლო სამზადისი გააჩაღეს დათვებმა. მამა დათვმა წაი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026