kids.ge logo

მარი ზღმარტლით

ფავორიტებში დამატება

გაღმა სერზე ზღმარტლი მწიფს,
ციცქნა მარი ბილიკს წვრილს
შეჰყვა, კალათს ბებო ოლღამ
მოყოლა ჭრელი ქოლგა,
რადგან დილიდანვე წვიმს,
დილიდანვე ქარი ოხრავს.
ცას გაჰყურებს ბებო უნდოდ,
შეეყრება მარის სურდო.
ფიჩხი მოტანა, მალე,
ბუხარს ლოკავს ალი ცეცხლის,
თან გზას არ აცილებს თვალებს -
შემოდგომის უხვი ვერცხლი
შეჰფენია არემარეს,
როგორც კორტოხს თხების არვე.
ჰა, გამოსცდა სამ დიდ წიფელს,
მოაქვს გოგოს ხილი მწიფე,
წვიმის მოწიწინე ნოტებს
სულ არ უფრთხის, მობოტებს.
მიფიცხა მარი ბუხარს:
-ოლღა ბებო, რაღას სწუხხარ!
ჰა, კალათა, ციცის ვინძლო
დაძახო, ვუმასპინძლოთ.
გადახსენი ზღაპრის გუდა,
უყვარს ზღმარტლი წითელქუდას.
იმ პერანგზე დიდრონ კოპლებს
ამჩნევ? მოიჩქარის კომბლე;
ბრიყვ დევთან ერთად ბაქია,
გვეწვევა ნაცარქექია.
ცისკარაც კი მოდგა რაშით,
სტუმრებს შევეგებოთ მარშით!
ვაგუგუნოთ ეგ ბუხარი,
შენ კი, ციცი, ციცინო,
ჩემს თოჯინებს უთხარი
ჩემოდ დაძინონ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

აპრილიაღლუმია სითეთრის, გულო, რას მოესწარი, თითქოს გზებზე გაჰფინეს უთვალავი ზეწარი. გულო, ამ მისნობისთვის ნეტა ...ციყვებიხეში წყალი ჩამდგარაო - ციყვი გვიდა ფუღუროს: -ჩიტმა გადგა საძირკველი, მაშ, მე ვიღას ვუყურო? დაალაგა თაროებ...შიშიბაბუს ოდის სამერცხლეში მერცხლებს უმზერს ალექსი: „ამათ კუდებს დამიხედეთ, - შავ მაკრატლებს, ალესილთ. მწივან...აქლემიარც ფიქრში, არც სიზმარში, ცხადში ვნახე, ნაქები- წვრილფეხება, ფურთხია, ძია ალის აქლემი. ღრიანცელით მოსდევდ...სათაფლიაზე ექსკურსიის შემდეგდინოზავრის ნაკვალევი როცა მოინახულა - მოიმარჯვა ფუნჯები და აკვარელი ვახუნამ. ხატავს მწვანე დინოზავრებს ჯი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026