kids.ge logo

ჩვენი ტყის ბიბლიოთეკა

ფავორიტებში დამატება

მას, ვისაც უყვარს წიგნი,
ქვეყანაზე რა მოწყენს? _
სამოთხე აქვს თავის წილი,
აღმაფრენით ცამდე აღწევს.

დაზამთრეს უკვე მთებმა,
ქარებს ვატანთ ამ ბარათებს:
წიფლის ღრუში ტყის მკვიდრებმა
ბიბლითეკა გამართეს.

ფუღუროდან წუხელ ღამით
მკრთალი შუქი ანათებდა
და ბუ ბიბლითეკარი
ხალ წიგნებს ალაგებდა.

კოდალას დამზადებული,
ახლესი თარობი
წიგნებით აქვთ გავსებული -
თვლემენ სიტყვის წყარობი.

აცნობებენ, ვინც ვერ იგებს,
ჩხიკვი, შაშვი, ნიბლინი:
- ახალ წიგნებს დაგვირიგებს
ბუ მშვიდი და იღბლინი!..

ფუღუროსთან წიფლის კარი
არ ჩერდება დღე და ღამე
და ბუ ბიბლითეკარი
წიგნით უშვებს ყველას გარეთ.

დათოვილი ბილიკებით
თეთრ ფიფქებში გახველი
შინ იჩქარის იმ წიგნებით
ტყის ყოველი სახლელი.

უყვართ წიგნი შველს და ირემს,
არ დადეს არვის ტოლი,
ზამთრისათვის წამოღეს
მოთხრობების ათი ტომი.

კითხვისათვის მოუცლიათ
ფოცხვერს, აფთარსა და ტურას,
მოხუც მგელსაც არ უცდიან,
წინ გარბიან ეშმაკურად.

მელას წიგნში ქოჩრინი
ჩიტები გულს უხალისებს,
მაგრამ იქვე თოფინი
მონადირე ძაღლებს უქსევს.

მაჩვის ყოფნა წიგნთან ვინ თქვა,
ან რა იცის მისი წესი?
თუმცა უცებ წაკითხა
სიმინდებზე სამი ლექსი.

წიგნი მიაქვს ბეჯით კურდღელს,
გზადაგზა შლის ჩქარა თათით,
დათვის ბელს კი თავქვეშ უდევს,
დაუსვრია უკვე თაფლით.

ციყვები ხის ტოტზე ხტიან,
ბუს არაფერს უწუნებენ,
წიგნებს ჩვრის ჩანთაში ჩრიან
და შინ მიცუნცულებენ.

მაღლა მთანიც და ქვედანიც
მხირულად ხმინებენ _
შურთხი, როჭო და ქედანიც
წიგნებს მიაფრილებენ.

თრიბი კი მიათრევენ
და წიგნებით ბინას რთავენ,
წყნარი კითხვით ათენებენ
უხვთოვლიან ზამთრის ღამეს.

წიგნში ჩაურგიათ თავი
ზღარბებს, ჩხართვებსა თუ კვერნას...
ბოლოს ბიბლითეკარი
სე ეუბნება ყველას:

- ვიმეგობროთ ამ წიგნებთან,
ვიმაღლოთ ინტელექტი,
მალე ტყეში მათთან ერთად
შემოგვივა ინტერნეტი...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

წვიმა უღრან ტყეშიმოდის თქეში უღრან ტყეში, მთები ქუხილისგან თრთიან, გადუკარებლადა წვიმს რამდენიმე საათია... ჩადგა წყალი ფუღ...ციყვის სიზმარიფუღუროში მობინადრე, ჭკვიანი და თანაც ბრიყვი მეზობლებთან დამჯდარა და ასეთ ამბავს ყვება ციყვი: - გაღმა ტყეშ...დათვების მარანშირთველი აქვთ დათვებს ტყის პირას, დაკრიფეს მაყვლის თალარი, დარეცხეს დიდი ქვევრები, დაასუფთავეს მარანი. ზოგი...შემოდგომაგადაჰყვა ფერები ოქტომბერს, მიქრიან ქედებზე დღეები, აფრქვევენ ქარვას და ოქროსფერს ნიავის ჩურჩულში ტყეები. ...მომღერალი ჩხიკვიცხრათვალა მზე ტყის ნაპირას შემოდგომის მდელოს ხედავს, ბაჭიები ჩირგვთან წვანან, ჩიტუნები ხეზე სხედან, მთის ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026