kids.ge logo

სხივი და კესანე

ფავორიტებში დამატება

წვიმიან ღრუბელს ვეფარე
მძიმეს და წვიმისფერსავე,
ავდექი, გამოვეპარე,
შენთან მოვედი, კესანე.

მე მზის სხივი ვარ, სხივები
ყველგან სიკეთეს თესავენ,
ცაზე გავაბი სიმები,
შენ რაღას შვრები, კესანე?

ნუ დარდობ, ღრუბლების ფარას
ცაზე ქარები მწყემსავენ,
ქარისგან მე დაგიფარავ,
ნუ გეშინია, კესანე.

ჩემი ძმობილი სხივები
შორს ცისარტყელას კემსავენ,
გაქრება წვიმის მძივები,
მათაც სხივები შესვამენ.

გამოდარებს სულ მალე,
ხვალე კი არა, დღესავე,
შენც ნუღარა ხარ მდუმარე,
ჩემო ლურჯთვალა კესანე.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შემოდგომაგადაჰყვა ფერები ოქტომბერს, მიქრიან ქედებზე დღეები, აფრქვევენ ქარვას და ოქროსფერს ნიავის ჩურჩულში ტყეები. ...მადლიერი შველირომ ჩამომდგარა ზამთარი, შველი უნახავს დამფრთხალი ჭიშკართან კეთილ ბაბუას, სოფლად დარჩენილს მარტოკა, შეუშვა...წვიმა უღრან ტყეშიმოდის თქეში უღრან ტყეში, მთები ქუხილისგან თრთიან, გადუკარებლადა წვიმს რამდენიმე საათია... ჩადგა წყალი ფუღ...ჩვენი ტყის ბიბლიოთეკაიმას, ვისაც უყვარს წიგნი, ქვეყანაზე რა მოაწყენს? _ სამოთხე აქვს თავის წილი, აღმაფრენით ცამდე აღწევს. დაიზ...ბელები და თაფლიწყაროს პირას მზიან ტყეში, ვნახე უცხო სახილველი: ხელადები ეპყრათ ხელში, - თაფლს იყოფდა სამი ბელი. დიდი კას...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026