kids.ge logo

ვარსკვლავი

ფავორიტებში დამატება
ცხო დაბრწყინდა ვარსკვლავი,
კლდის თავზედ დამცქერალია,
კლდის ეხში ჰკოცნის ბატარას
სხივმოფენილი ქალია.

გაჩუმებულა სამყარო,
შაყენებულა წყალია,
ბუნების არსთა ყველათა
კლდისაკე ჰრჩებათ თვალია.

გადახალისდა ქვეყანა,
ცხო რამ იგრძნო ძალია.
„არ წავსწყმდებიო, არაო”, -
ბუნებამ დაჰკრა ზარია.

შავეთში გადაგდებული
ადგომას ჰბედავს მკვდარია,
მაცხოვრის შობა შატყო,
შავეთის ტყდება კარია.

გახარებულმა ზეცამა
უხვად დაყარა ცვარია,
ტყდება მონების ბორკილი,
ეშმაკს დაუდგეს თვალია!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ამირანიადე, ამირან, რას გძინავ? ცხენს დაუყარე ხანძილი, დიაცის დაწუნებულსა ტირილი გინდა, გან ძილი. ხალხური. უზარმ...ერთხელც იქნება, მოვკვდებიერთხელც იქნება, მოვკვდები, მივებარები მიწასა, _ გულსა და გრძნობას შაურევ ცივის სამარის ქვიშასა... ჩემს გუ...მეურმის სიმღერაროგორ ძალიან დაბნელდა, მთვარეც არა ჩანს ტიალი! როდი ანათებს ბნელს ღამეს ამ ჩემის ურმის ჭრიალი! არაგვში უნ...ერთი რამ მინდა სათქმელადერთი რამ მინდა სათქმელად, გულს ნისლად დაფარებული, ციდამ ცა-ქვეყნის გამგესი სამღერლად დაბარებული. ვსთქვა, ...შემომღუღუნე, ჩონგუროშემომღუღუნე, ჩონგურო, აკვნესდი, ამაკვნესია; მორწყე და ააბიბინე გულს ვარდი დანათესია, ჩემთვის კვნესაში სილ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026