kids.ge logo

წვიმა უღრან ტყეში

ფავორიტებში დამატება

მოდის თქეში უღრან ტყეში,
მთები ქუხილისგან თრთიან,
გადუკარებლადა წვიმს
რამდენიმე სათია...
ჩადგა წყალი ფუღუროში -
დაუსველდა ბინა თრიას,
შეყუჟა წიფლის ტოტზე -
ღამე გარეთ გათია.
დილით ციყვმა მიძახა:
- თრია, ეგ რა დაგმართნია? -
წაიყვანა, მოხურა
თავის თბილი ხალათია,
დაამშვიდა, - მოვა დარიც,
აღმართს მოსდევს დაღმართია!..
შეფარა, სანამ თრი
ბინას ნახავს ლაზათიანს...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩვენი ტყის ბიბლიოთეკაიმას, ვისაც უყვარს წიგნი, ქვეყანაზე რა მოაწყენს? _ სამოთხე აქვს თავის წილი, აღმაფრენით ცამდე აღწევს. დაიზ...ვითომ-ვითომ-ვითომრომ იცოდეთ, ჩვენი ნიკო უკვე ზღაპრებს აღარ ითხოვს, უცხო ამბებს ყვება თვითონ, ჩვენც გვართობს და თავსაც ირთო...დათვების მარანშირთველი აქვთ დათვებს ტყის პირას, დაკრიფეს მაყვლის თალარი, დარეცხეს დიდი ქვევრები, დაასუფთავეს მარანი. ზოგი...შემოდგომაგადაჰყვა ფერები ოქტომბერს, მიქრიან ქედებზე დღეები, აფრქვევენ ქარვას და ოქროსფერს ნიავის ჩურჩულში ტყეები. ...მომღერალი ჩხიკვიცხრათვალა მზე ტყის ნაპირას შემოდგომის მდელოს ხედავს, ბაჭიები ჩირგვთან წვანან, ჩიტუნები ხეზე სხედან, მთის ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026