kids.ge logo

წვიმა უღრან ტყეში

ფავორიტებში დამატება

მოდის თქეში უღრან ტყეში,
მთები ქუხილისგან თრთიან,
გადუკარებლადა წვიმს
რამდენიმე სათია...
ჩადგა წყალი ფუღუროში -
დაუსველდა ბინა თრიას,
შეყუჟა წიფლის ტოტზე -
ღამე გარეთ გათია.
დილით ციყვმა მიძახა:
- თრია, ეგ რა დაგმართნია? -
წაიყვანა, მოხურა
თავის თბილი ხალათია,
დაამშვიდა, - მოვა დარიც,
აღმართს მოსდევს დაღმართია!..
შეფარა, სანამ თრი
ბინას ნახავს ლაზათიანს...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩვენი ტყის ბიბლიოთეკაიმას, ვისაც უყვარს წიგნი, ქვეყანაზე რა მოაწყენს? _ სამოთხე აქვს თავის წილი, აღმაფრენით ცამდე აღწევს. დაიზ...ბელები და თაფლიწყაროს პირას მზიან ტყეში, ვნახე უცხო სახილველი: ხელადები ეპყრათ ხელში, - თაფლს იყოფდა სამი ბელი. დიდი კას...ტყის ნობათიაბლი-ბაბლი, აბლი-ბაბლი, გინდა მაღლით, გინდა დაბლით ტყეში ბევრი ნაყოფია - მოცვი, მოცხარი და წაბლი. მინდა გ...მომღერალი ჩხიკვიცხრათვალა მზე ტყის ნაპირას შემოდგომის მდელოს ხედავს, ბაჭიები ჩირგვთან წვანან, ჩიტუნები ხეზე სხედან, მთის ...მაჩვები, შაშვები და ბავშვებიტყის პირას ყანა შრიალებს, სიმინდებია ნარჩევი, გადაპარულან ყანაში გაუმაძღარი მაჩვები. ჩამოსძახიან პანტიდან...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026