kids.ge logo

აპრილი

გაზაფხულის ჩანახატები

ფავორიტებში დამატება

აღლუმია სითეთრის,
გულო, რას მოესწარი,
თითქოს გზებზე გაჰფინეს
უთვალავი ზეწარი.
გულო, ამ მისნობისთვის
ნეტა გაგაძლებია!
ლუჩები, ტყემლები
თეთრი პატარძლებია.
ფეთქავს აის-დაისით,
ბლებით და ალუბლებით,
გულო, როგორ იქნები
ვინმესთან დაუბრებით?
რაც ლაჟვარდებს აკლია-
ინდოთით მოველით,
ცას მოარღვევს სითეთრის
შავი მახარობელი.
ნეტა, რაზე ჟღურტულებს,
რას გვიწბილებს ურჩიო?
რას და , აპრილს ქათქათას
რად უწოდეთ ლურჯიო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კურდღლები-ალო! ალო! როგორა ხარ ჩემო ძმაო, ნაცარავ? საკვებით მაქვს სავსე სორო, ხელი არ მომეცარა; შენ კი გიჭირს, არ ...მეხანძრეებიაბა, ჩართეთ სირენა, მანქანები დასძარით! – უღრან ტყეში მგლის ბუნაგს გასჩენია ხანძარი. ამბის შემსწრე მთელ ტ...მაისითითქოს არა იყო რა... თითქოს არი, არც არი.. ქალაქს, ისეც სავარდოს, ვარდის დაგავს ხანძარი. ყველაფერი ბრიალე...ჩიორა-ჩიტი-დედი, რაო, ჩიორა- ჩიტმა, ერთმა ფიორამ? რას სტვენს ჩვენი თხილიდან, ასე ტკბილად დილიდან? -დილა გალობისაო, ...სათაფლიაზე ექსკურსიის შემდეგდინოზავრის ნაკვალევი როცა მოინახულა - მოიმარჯვა ფუნჯები და აკვარელი ვახუნამ. ხატავს მწვანე დინოზავრებს ჯი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026