kids.ge logo

მყინვარწვერი

ფავორიტებში დამატება

„დე იყოს სხვისი მთები უფრო მაღალი,
დე იყოს სხვისი ზეცა ჩემსაზე ლურჯი,
აქ სიჩუმეში მყინვარწვერის ისმის ღაღადი,
აქ იდუმალი მხატვრის ნატიფი ფუნჯით
მოხატულია მინდორ- ველი,მეფის დარბაზი,
თეთრი ღრუბლები კი გაშლილია ბარაღებად,
ოქროს სხივებში ჩაძირული წმინდა ტაძარი
საკმეველივით ზეცად აღუვლენს ლოცვას სამებას.
მადლის სისავსით ანთებული როგორც ლამპარი
აქ სხვანარად გალობს სული და მთა-ბურჯები,
დე იყოს სხვისი ზეცა უფრო ლამაზი,
დე იყოს სხვისი მთები უფრო ლურჯები.“

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ახალი წლის ღამეახალი წლის ღამე ახლოვდება, ნეტავ გადათეთრდეს მთა და მდელო, მენატრება , ო, რარიგად მენატრება თქვენი მოფერე...მთელი წელი ველოდებიმთელი წელი ველოდები თეთრწვერება თოვლის პაპას, მოვა, გახსნის თავის ხურჯინს, გაგვახარებს დიდს, პატარას. საჩ...გაზაფხულიგაზაფხულდა. მისი მოსვლით ყვავილები ხარობს. ვარდს ბულბული ეუბნება, რა ლამაზი ხარო, წამო, ერთად ვინავარდოთ,...ზოოპარკშიზოოპარკში ვიყავით მე და ჩემი დაიკო, კიდევ უნდა წავიდეთ, ისე კარგი რამ იყო. მაიმუნებს ვაჭმევდით ჩვენი ხელი...პატარა მკერავიგუშინ კაბა დაეხა ჩემს საყვარელ თოჯინას, საღამოს კი გაფუჭდა ჩემი ძველი ჭოჭინა, დედას რომ არ გაეგო ეს ახალი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026