kids.ge logo

ფოთლები

ფავორიტებში დამატება

ქარმა მოსტაცა ჭადარს ფოთოლი,-
ოქროს ფოთოლი, ოქროს ფოთოლი,
ქარში ნეკერჩხლის ელავს ფოთოლი,-
ლალის ფოთოლი, ლალის ფოთოლი;

ლავს ბადახში, შრილებს ფარჩა,
ხის ტოტზე ერთი ფოთოლი დარჩა,
თურმე ფოთლებსაც ჰქონიათ ენა,-
ამბობენ: -ქართან გვინდაო ფრენა!

ხიდან ისკუპეს ბოლო ფოთლებმაც,-
ოქროს ფოთლებმაც, ლალის ფოთლებმაც...
ალბათ იმათაც უნდათ მოლხენა,-
შემოდგომაა-ფოთოლთა ცვენა.

ოქროს ფოთლებმა ლხინი გამართეს,
ლალის ფოთლებმა ცეკვით გაგვართეს,
ჩამორეს შრიალ-შრიალით,
განავარდეს ტრიალ-ტრიალით.
როცა ზღაპრული დამთავრდა ცეკვა,
ცად იდუმალი გაისმა რეკვა,-
ბზრიალ-ბზრიალით, ტრიალ-ტრიალით
გაფრინდნენ სადღაც შრიალ-შრიალით.

შემოდგომაა ბრძნული არაკით,
ზღაპრული ხვავით, დიდი ბარაქით
და, რა თქმა უნდა, ოქროს ფოთლებით!
და, რა თქმა უნდა, ლალის ფოთლებით!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მობრძანდება დეკემბერიუკვე კარი გაიხურა, მიილია ნოემბერი, ზამთრის მაცნე ვერცხლისფერი მობრძანდება დეკემბერი! ყინულის ეტლში შეუბა...რადიომ გამოაცხადადღეს დილით კარგი ამბავი გამოაცხადა რადიომ: -როცა სათქმელი აქვე მაქვს, სხვა ახალ ამბებს რად ვდიო? ერთ ბიჭზ...შემოდგომამ გაგვახარაშემოდგომამ გაგვახარა ზამთრის უხვი მარაგითა, ყურძენი გოდრით დაგვიდგა, ხილი კიდევ კალათითა. წელსაც თავი მოი...ბეღურამერცხლის მიტოვებულ ბუდეს არ შორდება ბეღურა. ნეტავ, რატომ ვერ ისვენებს? ნეტავ, რა მოეყურა? ნეტავ, ჩუმი საყ...როგორ დადგა შემოდგომა დათვიანის ტყეშიმიდუდღუნებს დათუნია, მიბაჯბაჯებს ხვნეშა -ხვნეშით... -დათვო, სად გაგიწევია? -წელიწადის სასახლეში,- შემოდგო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026