kids.ge logo

რთველი

ფავორიტებში დამატება
დე, პირი დაბანე,
გამოფხიზლდი, ჩემო თინა!
რახანია ცელქმა სიომ
ვენახები დაირბინა.
ვაზებს ჩხები შეურხი
სე, რომ არ შეშინა;
ქარვა-მტევნებს გადაჰკოცნა,
რთველიო, აგრძნობინა.
დღეს ჩვენც მისთვის ვემზადებით
გოდრებით და კალათითა,
რადგან მეტი სიმწიფისგან
ზედ ადნება ვაზებს თითა.
დე, გასწი ვენახისკენ,
დედის გულის ბარაქალა,
იქ მიგელის ბუდეშური,
მარცვალა და ხარისთვალა.
შენებურად დაფაცურდი,
დატრიალდი, დაირბინე,
ვაზებს რთველი მილოცე,
კოცე და აკოცნინე.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პირველი გაზაფხულიპირველი გაზაფხულია, ბიჭო, გავიდეთ ველადა, მინდორი ამწვანებულა, ბიბინებს სანატრელადა. მზე გამოფოთლილ ჭალა-...ზამთარიბუნებამ ფერი იცვალა, დაცარიელდნენ ველები; წავიდნენ, გამოგვეთხოვნენ, ვინც იყვნენ წასასვლელები. ციყვმა მოძე...საქართველოა ლამაზიმთა მთაზე როა მაღალი, თავზე თოვლგადანაყარი, მთებზე რომ მუდამ გაშლილა თეთრი ღრუბლების ფაფარი, მდინარეების ...შოშია- რად მოფრენილხარ, შოშიავ, შენ ასე ადრიანადა? - რა ვქნა, ვერ ვძლებდი, სულ მუდამ ვიყავი დარდიანადა. გული დ...ცელქებიშეხეთ ცელქებს, როგორ ჩუმად მიჰპარვიან მაწვნის ქილას; ყური უგდეთ, რა ხალისით ეუბნება ვანო ილას: -ამოვუსვათ...
„ჭკვიანი ჭიანჭველა“
ნახატის ავტორი:
ანა პატაშური (5 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული შიო მღვიმელის ლექსი „რთველი“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026