kids.ge logo

შემოდგომა

ფავორიტებში დამატება

ოქროსფერი სამოსი
ძლიერ შვენის ხეებს,
ქარვისფერი უხდება
სურნელოვან დღეებს.

ჩატკბა, უკვე ჩაშაქრდა
თასგვარი ხილი,
რაკარუკით ჩამოდის
კაკალი და თხილი.

ლეღვს ხვეწნით და მუდარით
გაეხლიჩა პირი.
-დამკრიფეთო!-ატამი
საწყალობლად ტირის.

ვაშლს ამდენი ლოდინით
დაებრაწა ლოყა,
ხეზე ლურჯი ქლივი
ხილთა ქებას მოჰყვა.

ბროწელი კისკისებს,
დინჯად გვიხმობს მსხალი,
ყველგან ქარვა ციმციმებს,
ყველგან ღუის ლალი.

კიფებს სიმინდი
მარგალიტის კბილებს,
მზე ჩალისფრად გვიღებავს
სურნელოვან დილებს.

ტყე ათასფრად აჭრელდა,-
ჩვენს მოხიბლვას ლამობს.
მთის კალთები დამძიმდნენ
ბუძგა წაბლის გამო...

მიწის მადლი, ბარაქა
უძღვნა ყველას, ყველას...
ოქროს შემოდგომაა!
ოდელია-დელა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

როგორ დადგა შემოდგომა დათვიანის ტყეშიმიდუდღუნებს დათუნია, მიბაჯბაჯებს ხვნეშა -ხვნეშით... -დათვო, სად გაგიწევია? -წელიწადის სასახლეში,- შემოდგო...თოვლი მოგვაქვს პეშვებითსკუპი-სკუპი სკუპებით, ღრუბლებიდან ვეშვებით! ზამთრის საჩუქარია!- თოვლი მოგვაქვს პეშვებით... ქარო, ერთიც და...შენ ჩემი მეგობარი ხარ!თაგუნამ უთხრა თაგუნას: -მეგობარი ხარ, იცოდე! იმანაც ასე მიუგო: -მეც მეგობარი გიწოდე! რადგანაც მე შემიძლია...მურა ამბობს..მაშინვე შენთან გავჩნდები, მტერს კართან ყეფით დავხვდები, როგორც კი გაგიჭირდება, შენი დამცველი გავხდები. ახ...და-ძმადელასა, დელი-დელასა, გოგოსა ცუგრუმელასა უყვარს თავისი ძამიკო, უნდა, რომ კარგი და იყოს, მზეცა და მთვარეც, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026