kids.ge logo

როგორ დადგა შემოდგომა დათვიანის ტყეში

ფავორიტებში დამატება

მიდუდღუნებს დათუნია,
მიბაჯბაჯებს ხვნეშა -ხვნეშით...
-დათვო, სად გაგიწევია?
-წელიწადის სასახლეში,-
შემოდგომა მოვიწვი
უნდა დათვინის ტყეში!

წელიწადის სასახლეში
დანახა ტახტი ოთხი,
თხი მზეთუნახავი ზის
იმ ოთხ ტახტზე ფეხის მორთხმით.
იცნობს შემოდგომას განა?!
ი, მართლა გამოცანა!


კითხება იმ დებიდან
პირველს ჩვენი მარჯვე დათვი:
- ვერცხლისფერსამოსინო,
შენ ვინა ხარ? მითხარი...
-ვეღარ გეტყვი, დათუნიავ,
თვითონ გამოცანი...

-მე მოვალ და მიწას თოვლი
ფანტელ-ფანტელ ეფინება,
ქარი დაჰქრის სუსხინი,
ხეს კენწერო ეყინება,
მაგრამ თოვლში კოტრილი
ბა, ვის მოწყინება?
გუნდაობას, ციგაბას
ვინც იხსენებს, ეღიმება.
თოვლი, ყინვა, ავდარი...
ცივი დროა დამდგარი...
ბა მითხარ, დათუნიავ,
ვინ ვყოფილვარ?
-ზამთარი!

კითხება მერე დას
თომა-ჩვენი მარჯვე დათვი:
-ვარდისფერსამოსინო,
შენ ვინა ხარ? მითხარი!
-ვეღარ გეტყვი, დათუნიავ,
თვითონ გამოცანი!

-მე მოვალ და მთა -ველები
ფარება ენძელებით,
თავს იწონებს ყოჩივარდა,
მდელომ იამ გადაქარგა,
სამხრეთიდან მოჟღურტულე
ბრუნდებიან ჩიტები:
მერცხლები და შოშიბი,
ტოროლები, გვრიტები...
გვირილებით, ია-ვარდით,
მოკაზმული, დახატული...
ბა მითხარ, დათუნია,
ვინ ვყოფილვარ?
-გაზაფხული!

კითხება მესამე დას
თომა-ჩვენი მარჯვე დათვი:
-წითელმოსასხამინო,
შენ ვინა ხარ? მითხარი...
-ვეღარ გეტყვი, დათუნიავ,
თვითონ გამოცანი!

-მე მოვალ და ცხრათვალა მზეს
ცხუნვარება ემატება,
ამ დროს ყველა სულირი
ჩრდილს დაძებს, ეფარება...
ცინიან ყვავილები,
მთიდან მოჩქეფს ცივი წყარო...
ხილი მწიფს, ფუტკარი ბზუის,-
ტკბილი თაფლით გაგვახაროს...
მერცხალი ლაღად ნავარდობს,
ცაში ფრენით გართული,
ეს დრო შენც გაქვს ნახული...
ვინ ვყოფილვარ?
-ზაფხული!

კითხება მეოთხე დას
თომა-ჩვენი მარჯვე დათვი:
-ყვითელმოსასხამინო,
შენ ვინა ხარ, მითხარი!
-ვეღარ გეტყვი, დათუნიავ,
თვითონ გამოცანი!

-მე მოვალ და გულს ვუხარებ
დიდებსაც და პატარებსაც,
მიყვარს მწიფე ხილის კრეფა!
ბაღში დროის გატარება,
უხვი რთველი... კაკლის ბერტყვით
კაცის გულის გახარება,
დოვლათის დაბინავება,-
ზამთრის სარჩოს დახვავება,
თასგვარი ჩირელის,
ჩურჩხელების დამზადება...
ბა, მითხარ, დათვო-თომა,
ვინ ვყოფილვარ ?
-შემოდგომა!

თომა ლამაზ შემოდგომას
იწვევს დათვინის ტყეში!
ვერავინ ვერ შეედრება
შემოდგომას სიუხვეში..
ტყის ბინადრებსაც მიართვა
მან ნობათი- უხვი ძღვენი,
ტყე როგორ გაალამაზა!-
ქარვისფერი როგორ შვენის!
დათუნია წაბლს მიირთმევს,
თხილს და კაკალს, მწიფე პანტას...
მერე მოდის ფოთოლცვენა,
ქარი ყვითელ ფოთლებს ფანტავს.
ხვავინი, მშვენირი!-
ეს დრო თომას უყვარს ძლიერ,
მერე მისი დათვიანი
ნელ-ნელა შეიცვლის იერს...

დღე თანდათან დამოკლდება,
ღამე კიდევ გაიზრდება.
გაწვიმდება, გაავდრდება,
ტყე თითქოსდა დაიცლება,-
მას თანდათან მოაკლდება
ფრინველების ჟრიამული,
ეს ნიშნავს, რომ გასული
შემოდგომა მხირული...
აქ უნდა დავემშვიდობოთ
ჩვენს დათუნას -ცნობილ მსუნაგს,
დროა, ზამთრის ძილს მიცეს,
მიშუროს თავის ბუნაგს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ფეხბურთელიბურთს დაარტყა ფეხი ფეხბურთელმა ლაშამ, გაიტანა გოლი, ვაშა, ბიჭო, ვაშა! უხარია ყველას- სოსოს, დათოს, გელას,...აჭიკჭიკდა ჩიტუნიააჭიკჭიკდა ჩიტუნია, გვიგალობა ადრიანად. მზე ღრუბლიდან იჭყიტება,- ვიყავიო დარდიანად. ქარო, ღრუბლები გაფანტე...ჟირაფირა ლამაზი ცხოველია!- გაიძახის ჩვენი ანა, -კისერი რამ დაუგრძელა? რამ გაზარდა ამისთანა? როგორია გრძელკისერა...ცეკვაცეკვავს, ცეკვავს პაწია, ხელი დაუკვანწია! მოგუგუნე ტაში მზესაც მისწვდა ცაში. მედოლეა ბებია... რა პატივი რგ...ციცინათელაროცა მეტყვი-ავინთები, როცა მეტყვი-ჩავქრები, ციმ-ციმ, ციცინათელას მსურს ამ ამბის გამხელა; შენთვის ვანთებ ბ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026