kids.ge logo

ედგარი მესამედ

ფავორიტებში დამატება
ჩვენ მივდიდით ტაძრისკენ ორი.
ყო საღამო. ლოცვები. ზარი.
და ჩვენს საცარ გზაზე, ლენორა,
რტოებს ტირილით ამტვრევდა ქარი.
ნატრებოდა ფრთებს სითამამე
უზრუნველობის, შენი სიშორის!
მაგრამ უეცრად ვიღაც მესამე,
ვიღაც მახინჯი ჩადგა ჩვენს შორის.
და ჩვენ გვესმოდა ყრუ საბარი:
საცაა, მოვა სიკვდილის წამი!
ტიროდა ქარი, კვდებოდა ქარი
და მივდიდით ტაძრისკენ სამი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

იმ ატმებს გაუმარჯოს, იმ ატმის ყვავილებსვარსკვლავების თოვლი ცას შელეკია. მესმის რულში,როგორც ყრუ ელეგია, მატარებლის დამღალველი ხმაური, რაღაც მღვრ...ნეტავ მალე მივახწევდე მიზანსშენ შუბლს იხსნი და სიბნელეს ლეწავ საქართველოს მოღრუბლულო ზეცავ... ნეტავ მალე აღმობრწყინდეს მნათი, მალე სხ...მივარდნილი აივანიამპარტავანი თათარი, ეზოში დადის მამალი, მახსოვს მოხუცი ჭადარი და ძველი დასტურ-ლამალი, მახსოვს მივარდნილ ა...შავი ყორანიგზა გავიარე... მსურს მოვიხედო და დავინახო მთისა ქედები; შავი ყორანი გზაზე მომჩხავის: ”ნუ იხედები... ნუ იხ...მთაწმინდის მთვარეჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი! მდუმარებით შემოსილი შეღამების ქმნარი ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026