kids.ge logo

ბატკანი

ფავორიტებში დამატება

ტყეში ისმის ბღავილი
სულ პატარა კრავისა,
მგლის ხროვა თავს დასდგომი
არ აქვს ძალა დაცვისა.

გულში ფიქრობს, იქნებ ვინმემ
ნახოს ჩემი ტანჯვის დღე,
განსაცდელს რომ ამაცდინოს
და ცოცხალი გადავრჩე.

ბატკნის თხოვნა შეისმინა,
ბედად ძაღლი გამოჩნდა,
ყეფდა და გაცოფდა,
ლამის გული აღმოხდა.

მგლებმა შიშით მოჰკურცხლეს,
არც კი მოხედიათ.
ტანჯვითა და ვაბით
გორა გადურბენიათ.

კრავი მურას ადევნა
მადლობის თქმა ეწადა,
განსაცდელს რომ არიდა
და მოექცა ძმურადა.
ცბირი მელი
მელამ თქვა ქეიფს გავმართავ,
მოვიწვევ მეფე ლომსაო.
ყველა ცხოველმა რომ ნახოს
მე როგორ მაფასებსაო.

იფიქრა ღამე დავივლი
ყველა საქათმეს სოფლისა,
ვფიქრობ, ჯობია მივადგე,
დედალსა, მძიმე წონისას.

და ამ ფიქრებში, გართულსა
თავზე დაადგა პატრონი.
დიდხანს იფიცა მელიამ,
ღარ ვარ ცუდის ჩამდენი.

ვინ დაჯერებს მელასა
საქათმის კართან ჩვეულსა.
კრუხი კრიხით თავს იკლავს
ხმა მიაწვდინოს პატრონსა.

მელიას ფიცმა არ გაჭრა
ვერ გამართლა თავიო.
ცოდა რა დღე ელოდა
კანონი იყო მკაცრიო.
გასამართლეს მელია,
და მისაჯეს ტყვება,
სიკვდილით რომ არ დასაჯეს,
მელასაც კარგად ესმოდა.

მელა ფიქრობდა საკანში
სულ სხვანარად ეცხოვრა,
სინდისის ქენჯნამ ეტყობა,
გული და სული შეუძრა.

ავტორის შესახებ

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026