kids.ge logo

დათვები

ფავორიტებში დამატება

როგორ? სწრაფად ვეღარ დათვლი?
ტყეში ცხოვრობს სამი დათვი,-
გულკეთილი დედა დათვი,
გულმაგარი მამა დათვი
და დანდალა დათუნია,
გულუბრყვილო შვილი დათვი.
ჩამობარდნა თეთრად ტყეში,
ბუნაგს მიშურეს ხვნეშით,
მიბურდღუნებს დედა დათვი,
მიდუდღუნებს მამა დათვი,
მიდანდალებს დათუნია,
დრუნჩა ბელი-შვილი დათვი.
ბუნაგშია დათვი სამი,
სძინავთ დღისით, სძინავთ ღამით.
თათს ილოკავს დედა დათვი,
გვერდს არ იცვლის მამა დათვი,
მშობლიურ ტყეს, მზიან დღეებს
სიზმრად ხედავს შვილი დათვი.

როგორ სწრაფად ვეღარ დათვლი?
ტყეში ცხოვრობს სამი დათვი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩვენი სახლი, ჩვენი ოჯახი-რასა აქვს კედლები მტკიცე, კარი, ფანჯარა, კიბე? გარშემო აივანი, მოაჯირები ხისა, ლამაზი სახურავი, ოთახებს ...ხიდიესეც საქმე დიდი! გავაკეთოთ ხიდი! აგურის თუ რკინის? ბამბუკის თუ ტინის? კარგად ჩავამაგროთ ის ბურჯები წყალში...ვულოცავ!მღერის ჩიტი-ჩიორა: ფიფქი მოდის ფიორა! ფიფქი მოდის ფარფატელა, ახალ წელს ულოცავს ყველას: მთაში მობინადრეებს...განივრცო მთიდან ბარამდისენაჭიკჭიკა ჩიტებით, ათასფერადი ჩითებით,- ყვავილთა ფარჩეულებით,- ვარდებით დარჩეულებით, ნაკადულების ლიკლიკი...ქარიქარი დაჰქრის შარა-შარა, მთა და ბარი გაამწარა. აქეთ ეცა, იქით ეცა, გადაიქცა ლამის მხეცად. ეცა ტყემალს, ეცა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026