kids.ge logo

ხე

ფავორიტებში დამატება

ვაშლის ხეს რგავს მახარე,
მთელ ქვეყანას ახარებს,
წყავს და მიწას უბარავს,
ცივ ნიავს არ აკარებს.
-გაზარდე, ვაშლის ხევ,
სიომ ფრთხილად გარწიოს,
მზემ გაგათბოს ცხრათვალამ
და ძლიერ ხედ გაქციოს!
ფესვი მტკიცედ გაიდგი
მიწის მყუდრო უბეში,
ხე მცველია სიცოცხლის,
დედამიწის ნუგეში...
მალე აშრიალდები,
დაამშვენებ ამ მხარეს,-
ვაშლის ხეს რგავს მახარე,
მთელ ქვეყანას ახარებს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სკოლისაკენ!-რა ლამაზი დღე გათენდა!- აჟღურტულდნენ ჩიტუნები. -ასე სად მიიჩქარიან გოგონები? ბიჭუნები? -გუშინ რომ დანავა...ოქტომბერიდახეთ, თურმე ოქტომბერი სტუმრად იწვევს ავდარსაო... -ხილი დაკრეფილიაო, რთველი მოლეულიაო, შემოდგომის ბარაქა ...ახალ წელს ვულოცავ ყველას!ძველი უკვე მიბრძანდება- ახალ წელს ვულოცავთ ყველას, დიდებსაც და პატარებსაც, - ვარსკვლავების სადარებსაც. მთ...შემოდგომაოქროსფერი სამოსი ძლიერ შვენის ხეებს, ქარვისფერი უხდება სურნელოვან დღეებს. ჩატკბა, უკვე ჩაშაქრდა ათასგვარი...ზამთარი მოვიდა!მოვიდა ზამთარი მეთოვლია, მოვიდა ზამთარი მხიარული, ციგაზე შემომჯდარი პატარები, თოვლში სრიალებენ ჟრიამულით....
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026