kids.ge logo

პეპელამ ყვავილებისგან ბარათი მიიღო

ფავორიტებში დამატება

სადა ხარ, გოგო ლელაო,
შენ გელოდებით ყველაო!
ნექტრად ვაგროვეთ, განდეთო,
საუზმე მოგიმზადეთო!
სულ შენ გახსენებთ, გაქებთო,
გამოფარფატდი აქეთო!
კაბას გიკერავთ მზისფერსო,
არშიად ვურთავთ ცისფერსო,
ვერა, ვერ მოვილხინეთო,
შენოდ მოვიწყინეთო.
ამ ბარათს მზის სხივს ვატანთო,
კიდეებს მოვუხატავთო...
სხივმა პეპელას პაწიას
ბარათი გზად დამაწია.
მინდვრები მომიქარგეთო?
მეც ეგ მინდოდა, კარგებო!
გარეთ ხომ გაზაფხულია,
მეც თქვენთან ყოფნა მწყურია!
მზის სხივი მებუზღუნება:
-ფრთები მე მოგიხატეო!
ჩემი დობილი იყავი,
სულ ჩემთან იფარფატეო!
ეგ თხოვნა, მზის ათინათო!
სულაც არ არის ადვილი,
დამაკვირდი, მე ვის ვგავარ?-
ვარ ფრთაშესხმული ყვავილი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მზე და მზესუმზირამზესუმზურა მზეს შეჰყურებს, მზეც უღიმის მზესუმზირას, გაიფურჩქნა მზისგულზე და მზესუმზირამ მზეს უმზირა. ოქრო...ვაზი გვიხმობსვაზი უხმობს პატარებს: -მოდით! მოდით ყველანი, თქვენც გასინჯეთ დამტკბარი ყურძნის მწიფე მტევანი! ჩხა, ჯაგანი...პატარა ბიჭები და კარატეჩვენი სახლის ბიჭუნებს ძლიერ უყვართ კარატე, ისე გადარეულან, სხვას არ სცნობენ არაფერს. აღტაცებით ჰყვებიან ა...კატა და თაგუნია-ვინ ბრძანდება კატა-მატა?- იქადნება თაგუნია. კატა როცა გამოჩნდება, მაშინ სულგანაბულია. კატა სოროს ჩაუვლის...ასეთია ზამთრის ღამე- დღე უეცრად გაიპარა... მითხარ, ერთი, რა მოხდა? -ღამე მეტად გაიზარდა, დღე კი მეტად დამოკლდა. -ადრიანად ჩა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026