kids.ge logo

დაზუზუნებს ფუტკარი

ფავორიტებში დამატება

მე პატარა ფუტკარი ვარ,
შენ-პატარა ყვავილი,
გაზაფხულის მეგზურობა
ნუ გგონიათ ადვილი.
მე მთელი დღე დავზუზუნებ,
არ ვისვენებ წამით,
შენ მთავაზობ ტკბილ წვენს?
მაშ, მე
თაფლს მოგართმევ ჯამით!
მზინი დღე იწურება,
საღამოა გვინი,
ხედავთ? სკაში უხვად მაქვს
თაფლი ბარაქინი!
ფუტკარს,- გარჯას ნაჩვევს,
მეძახიან მარჯვეს,
შენ ველ-მინდვრებს შვენი,
მასვი ტკბილი წვენი.
სიცოცხლე უხარითო,-
ალბათ ჩვენზე უთქვამთ,
შენ-პატარა ყვავილს,
მე-პატარა ფუტკარს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შემოდგომაოქროსფერი სამოსი ძლიერ შვენის ხეებს, ქარვისფერი უხდება სურნელოვან დღეებს. ჩატკბა, უკვე ჩაშაქრდა ათასგვარი...კაკლის ბერტყვახიდან კაკლის წვიმა მოდის, განა წვიმა,- კაკლის სეტყვა! არც წვიმაა და არც სეტყვა, ამას ჰქვია კაკლის ბერტყვა...კიდევ ერთი ქართველიყველამ გულით გაიხარა,- ციდა ბიჭი დაიბადა! სიხარულით გაიბადრა მშობლიური მთა-ველი,- შეეძინა საქართველოს კიდ...თამარი-რა კარგი სახელი მქვიაო, რა კარგი!- ამაყობს პატარა გოგო,- თამარი დამარქვეს! თამარი დამარქვეს! როგორ გამახ...თითებისაქმეში მეხმარებიან ჩემი პატარა თითები: პირს ვიბან, ვხატავ, ვთამაშობ, ვწერ, ვჭრი, ვკერავ თუ ვალაგებ... რა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026