kids.ge logo

დაბურდღუნებს ტყეში დათვი!

ფავორიტებში დამატება

ჩიტი გალობს: ინდი-მინდი!
აყვავდაო ტყეში შინდი!
დათუნიამ, აბლი-ბაბლი,
მიირთვაო ტკბილი თაფლი!
სულ რამდენი, თქვენი აზრით?
განა ერთი, სამი კასრი!
-ტყე ხომ ჩემი სამეფოა,
ვინ დამიშლის თაფლის ჭამას,
ტყეში ბურდღუნით ხეტიალს,
სიმღერას და ცეკვა -თამაშს...
დათუნია ბანდალას,
ბურდღუნას და დანდალას.
ლამაზი გაზაფხული
ჩვენს მშობლიურ ტყეში,
გაიღვიძა ბუნებამ
ნაირნაირ ფერში!
რემარე მორთულა!-
ყვავილები მოსულან!

რა კარგია, დათვი რომ ვარ!
ავგორდები-დავგორდები,
სერებზე გადავგორდები,
და მდელოზე ჩავგორდები!
დათუნია ბანდალა,
დუდღუნა და დანდალა.
ყვავილებში ჩაფლული,
მხირულად ვღიღინებ,
ჩიტი გალობს, ბალახი
სამურად ბიბინებს.
მდელოზე წამოვგორდები,
საღამომდე ვიძინებ!
ყვავილების სურნელება
მოსდებია არემარეს,
რა კარგი ხარ, გაზაფხულო,
დათუნაც რომ გახარე!
დათუნია ბანდალა,
დუდღუნა და დანდალა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

აჭიკჭიკდა ჩიტუნიააჭიკჭიკდა ჩიტუნია, გვიგალობა ადრიანად. მზე ღრუბლიდან იჭყიტება,- ვიყავიო დარდიანად. ქარო, ღრუბლები გაფანტე...ყაყაჩოყაყაჩო ვარ მოცქრიალე, ქარში ლაღად მოფრიალე! მშვენიერი არ ვარ განა?- გაზაფხულმა მომიყვანა! მზე სხივებით მო...ნავი ეჯიბრება თოლიასმისრიალებს ზღვაში ნავი,- ტალღას მისდევს გოლიათს, სად იჩქარის? ეჯიბრება ფრთაფარფატა თოლიას. ამხნევებენ ზღვ...ჩემი სკოლა, ჩემი კლასიაი, ჩემი სკოლა! აი, ჩემი კლასი! თითქოს აციმციმდა მზის სხივთა ალმასი. თითქოს ოჯახია, და-ძმები ვართ თითქოს,...შემოდგომამ გაგვახარაშემოდგომამ გაგვახარა ზამთრის უხვი მარაგითა, ყურძენი გოდრით დაგვიდგა, ხილი კიდევ კალათითა. წელსაც თავი მოი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026