kids.ge logo

ბალი, ბავშვები და ჩიტები

ფავორიტებში დამატება

მაღლა, ტოტზე ესხა ბალი,
ზედ რჩებოდა ყველას თვალი,
ნერწყვს ყლაპავდნენ პაწიბი:
-ტოტებო, ხართ ქვაწვიბი,
ბაღის თვალი, თითქოს ლალი,
ბალი გვინდა-ტკბილი ბალი!

გახარეს ბეღურებმა,-
ბალი ისე ეგუნებათ,
რომ დაგემოვნეს ლხენით,
ჭიკჭიკეს ოქროს ენით.
ბაღის თვალი, თითქოს ლალი,
ჩიტუნებმა ჭამეს ბალი.

ტირის ეკა, ტირის ბესო,-
ბეღურებმა წაგვართვესო
ბაღის თვალი, თითქოს ლალი,
მსხვილმარცვალა, ტკბილი ბალი.
ცრემლს ღვრის ორი ტირია,
დაღიათ პირია.

ჟღურტულებენ ბეღურები:
-ჩვენ ნუღარ დაგვემდურებით!
ამ ტოტების ტკბილი ძღვენი
რის განა მარტო თქვენი...
ბაღის თვალი, თითქოს ლალი,
შეგვერგოსო ტკბილად ბალი.

ბლის ტოტებმა დაძახეს:
-ამობრძანდით, თავად ნახეთ!
ბლის კუნწულებს ლამაზებსო
უხვად შემოგთავაზებთი.
ბაღის თვალი, თითქოს ლალი,
დაკრიფეთო ტკბილი ბალი.

ზედ რჩებოდა ყველას თვალი,
კუნწულებად ესხა ბალი.
მიშურეს ბეღურებმა,
ბალი ისე ეგუნებათ.
ბაღის თვალი, თითქოს ლალი,
პატარებსაც ერგო ბალი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სანტას ლოდინში ჩამეძინაღამით სანტა კლაუსი ჩუმად შემოპარულა, განა ჩემთვის დაუცდია, იცით, სანტას რა უქნია? საახალწლო საჩუქრები ნაძ...შემოდგომის მიწურული და ზამთრის პირიმოტეხა სიმინდი. დაწურა ყურძენი. -ვის უნდა ჩურჩხელა?-თუხთუხებს თათარა. დაკრიფა ხილი და დაბერტყა კაკალი. ნო...შენ ჩემი მეგობარი ხარ!თაგუნამ უთხრა თაგუნას: -მეგობარი ხარ, იცოდე! იმანაც ასე მიუგო: -მეც მეგობარი გიწოდე! რადგანაც მე შემიძლია...ასეთია ზამთრის ღამე- დღე უეცრად გაიპარა... მითხარ, ერთი, რა მოხდა? -ღამე მეტად გაიზარდა, დღე კი მეტად დამოკლდა. -ადრიანად ჩა...ვაშლებიერთი ვაშლი, ორი ვაშლი, ესეც სამი ვაშლი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი... ყველა კარგი, ყველა დიდი, ყველა ერთმან...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026