kids.ge logo

მუქთა მჭამელები

ფავორიტებში დამატება
ბატმა ცომი მოზილა,
თეთრი, თეთრი, ფითქინა,
მეც მაჭამე პურიო,
თხამ წამოკიკინა.

რაო, პური ცხვებაო?-
ცუგომ ყურები ცქვიტა,
არ დამტოვო მშირი,
იხვმა დავიტვიტა.

სუნი მცემსო პურისა,
ფისომ ჩაღიღინა,
მეც ეხლავე მოვალო,
ცხენმა ჩაიხვიხვინა.

კლო, კლო,კლო,კლო, პურიო?-
ინდაურმა ყრანტალამ,
პური ცხვება ბატებთან,
ჭუკებს ჩაუყრანტალა.

ძროხა მყისვე აბღავლდა,
ხმა გამოსცა გუგუნა,
ღორმა თერთმეტი გოჭი,
წუთში მოაღრუტუნა,

კრუხიც მოდის ბატისკენ,
მოჰყავს ოცი წიწილა,
ბატმა სტუმრებს შეხედა და
ცინა და იცინა.

ოჰ, თქვე მუქთახორებო,
ყველას დატატანა,
თქვენ გგონიათ რომ მე მაქვს,
პურის დიდი ქარხანა?

იღვაწეთ და იშრომეთ,
თქვენც დაცხვეთ პურიო,
ჩემს ჭუკებსა მე ვკვებავ,
და დამიგდეთ ყურიო,

შვილებს ნუ მოშივებთ,
დედა ხართ თუ მამაო,
არ არისო ლამაზი,
მუქთად საჭმლის ჭამაო.

პურიც უკვე გამოცხვა,
გააბრუნა სტუმრები,
და მიუსხდნენ სუფრასა,
ის და მისი ჭუკები.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნატადედი, მითხარ ვერ გავიგე, ეკითხება დედას ნატა, რად არ იბანს ტუჩებს მყისვე, რძეს რომ დალევს ჩვენი კატა?...მკვეხარა მხატვარიიკვეხნის ბიჭი ზურაბი, არსად არ მყავსო ბადალი, ხელოვანი ვარ ნამდვილი, სასიქადულო მხატვარი. მეგობრებს, ყველ...გაზაფხულიგაზაფხული სურათია, თვალწარმტაცი,მომხიბვლელი, იებით და ენძელებით, გადიჭედა მინდორ ველი, ღიღილო და ვარდკაჭა...ბაქია მამლაყინწამოდის ჩვენი მეზღაპრე, ჩუმად მოიპარა, სასწაული ამბავი, ბავშვებს მოგვიტანა. ცხრა მთას იქეთ ყოფილა, და ცხრა ...ბაკურიანიმიქრის ტყეში კუკუშკა, ძლიერ ხმაურიანი, გველოდება მთის წვერზე, ჩვენი ბაკურიანი. უღრანი ტყე გვიხუტებს, ბუჩქ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026