kids.ge logo

ეს რა ლამაზი გზებია!

ფავორიტებში დამატება

შორს ლილისფერი მთებია,
ზემოთ ღრუბლები ჩნდებიან,
ზოგჯერ მთის წვერზე სხდებიან,
ზოგჯერ კი ყალყზე დგებიან.
მათი ფაფუკი ფთილები
თითქოსდა სოფლის ფრთებია,
ი, იმ სოფელში ცხოვრობს
შენი ბაბუ და ბებია.
რა მხირულად ჭიკჭიკებ!
როგორ გიბრწყინავს თვალები!
მანქანაც ტკბილად ღუღუნებს,-
სოფლისკენ მიემგზავრები!
ეს რა ლამაზი გზებია!
ზღაპრებში ნამგზავრებია?
ზაფხულო, ეს ველ-მინდვრები
შენ გაგილამაზებია!
ირგვლივ რომ ყვავილებია,
მზისგულზე იფურჩქნებიან,
ეს გორაკები, ბორცვები
თითქოს თაიგულებია!
გზა იკეცება მალიმალ,
ცის, რომ სადღაც მთებია,
ზედ რომ ღრუბლები სხდებიან,
და შენ რომ გელოდებიან.
მთის ძირთან ტყეა გაშლილი,
ტყიდან რუ ჩქარობს ცქრილა,
მთიდან ჩამორბის მდინარეც,
ხმატკბილი, ენაწკრილა...
ზაფხულის ნაქარგ მინდვრებზე,
მზის ჩიტუნები სხდებიან,
ფრთებს რომ გიქნევენ მაღლიდან,
ეს ნაცნობი ღრუბლებია!
ყველანი გეგებებიან!
მთებიც კი ფეხზე დგებიან!
ყველანი გესალმებიან
და შენი ცქერით ტკბებიან.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თოვს!თოვს! თოვს! თოვს! მთელი დღე ლამაზად თოვს! გული გუნდაობას დილიდან მთხოვს! მთხოვს! მთხოვს! ქსოვს! ქსოვს! ქს...ლაშა კითხულობს გაზეთსლაშამ ახალი გაზეთი მიურბენინა დედას: -ოღონდ ეს წამიკითხე და არ შეგაწუხებ მეტად. ჩემო დედიკო, გაზეთში რა წ...ფანტელო, ფრიალ-ფრიალა!ფრიალა, ჩემო ფრიალა! ზამთარმა მოგაფრიალა? სიომ თუ დაგაბზრიალა, ქარმა თუ დაგატრიალა... იქნება ცაში გესტუმრ...დევთამჟლეტიკობამ ხისგან გამოთალა მშვენიერი ხმალი: -ბაყბაყდევი სად ბრძანდება,- ის ლაჩარი, მხდალი? გამობრძანდეს, თუ ბი...ოქტომბერიდახეთ, თურმე ოქტომბერი სტუმრად იწვევს ავდარსაო... -ხილი დაკრეფილიაო, რთველი მოლეულიაო, შემოდგომის ბარაქა ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026