kids.ge logo

დიდი გემი

ფავორიტებში დამატება

ზღვაში ცხოვრობს ცელქი ტალღა,
არ სჩვევია თურმე დაღლა,
კოხტა გემი პატარაო,
ნაპირ-ნაპირ ატარაო...

ნავსადგური ელის მშვიდი,-
შემოცურდა გემი დიდი,
მას შორი გზა გაუვლია,
დედამიწა დაუვლია.

-დაგვიბრუნდა მოგზარი!-
ტალღა ტკბილად აღუღუნდა,
ბრძანა გემის კაპიტანმა
და საყვირიც აგუგუნდა:

-საქართველოს ნაპირი ხარ!
გამარჯობა საფიცარო!
შორი გზიდან დაგიბრუნდი,
დუ-დუ!
დიდი გემი ვარო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

როგორ დადგა შემოდგომა დათვიანის ტყეშიმიდუდღუნებს დათუნია, მიბაჯბაჯებს ხვნეშა -ხვნეშით... -დათვო, სად გაგიწევია? -წელიწადის სასახლეში,- შემოდგო...მე ვარ სიომე ვარ სიო-ცელქი სიო, გაზაფხულის ნაზი სიო, მომენატრა ყვავილებთან გართობა და თამაშიო. ისე უნდა დავუბერო, ი...ციცინათელაროცა მეტყვი-ავინთები, როცა მეტყვი-ჩავქრები, ციმ-ციმ, ციცინათელას მინდა ამბის გამხელა; შენთვის ვანთებ ბნელ...კარლსონი მოგზაურობსერთხელაც კარლსონმა- ასე ვთქვათ, უცაბედად სან-ფრანცისკოში ისურვა სეირნობა, დაკიდულ ხიდზე ენება სეირობა... ...ციდან ღრუბელი გამოიპარაეს ღრუბელი-ხეტიალა ციდან დედას გაეპარა, განა შედგა ცისკიდურზე, განა მთის წვერს გაეკარა, განა ქუდად დაეხურ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026