kids.ge logo

ნავი ეჯიბრება თოლიას

ფავორიტებში დამატება

მისრილებს ზღვაში ნავი,-
ტალღას მისდევს გოლიათს,
სად იჩქარის? ეჯიბრება
ფრთაფარფატა თოლიას.
ამხნევებენ ზღვის ტალღები,-
ვერ უყურებთ ამასო?
უფრო მარდად, ციცქნა ნავო!
თოლიამ არ გაგასწროს!
ეს რა აურზარია!-
თოლიბი ბრაზობენ:
ფრთები ჩვენში ვის ასხია?..
ციცქნა ნავი გვაჯობებს?!
მაგრამ მალე გაჩუმა
თოლიბი ნანახმა,
ცით იმ დღეს ვინ დამარცხდა?
რა თქმა უნდა, ტრაბახა!
ზღვის ტალღებმა ციცქნა ნავი,
ლამის ცამდე ასწიეს,
დარცხვენილმა თოლიებმა
ნაპირისკენ გასწიეს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პატარა ქირურგი-ჩუ, სიჩუმე! ყველას თეთრი ხალათი თუ გაცვიათ? ლაშა ექიმი აკეთებს მძიმე ოპერაციას... -ვის უკეთებს? -ჩვენი თ...ენძელადიდხანს, დიდხანს ვიარე, აი, მოველ მზიანეთს, გული გავიხალისე, სიხარულით ავივსე, თოვლში ამოვიწვერე მოვეფინე...ყველა მარიამსმარიამ, ღვთისმშობლის სახელი გიწოდეს,- შენი სამშობლოს მფარველის., სიყვარულით რომ შემოგინახა ზურმუხტისფერი ...იქცა ლამაზ თაიგულადალივლივდა ფარჩეული და გაბრწყინდა მზის რჩეული, მშვენიერი დედამიწა ჩვენს საყვარელ სახლად იქცა. თოვლი საბნად...სკოლისაკენ!-რა ლამაზი დღე გათენდა!- აჟღურტულდნენ ჩიტუნები. -ასე სად მიიჩქარიან გოგონები? ბიჭუნები? -გუშინ რომ დანავა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026