kids.ge logo

კუ წვიმაში სადილობს

ფავორიტებში დამატება

პატარა კუ-კუსკუსა,
დინჯი, განა ფუსფუსა,
ბოსტანშია, სადილობს,
წვიმიანშიც ნადიმობს.
კომბოსტოს წვნიან ფოთოლს
შეექცევა ხრამუნით,
მერე რა, თუკი წვიმა
მოდის, ასხამს შხაპუნით.
კაკუნებს კუს ბაკანს,
თუმც წვეთიც ვერ გატანს,
-წვიმავ, შხეფებს ნუ ახლი,
ზურგით დააქვს კუს სახლი!
ბოსტანში სახლიანად
შეპარულა, სადილობს,
წვიმა სულ არ ადარდებს,
მარტოდმარტო ნადიმობს.
წვიმავ, წვიმავ, წკრილავ,
ჩქარა გასწი ცის კიდეს!
ბოსტანს არ გაკარო,
რაც არ უნდა გიჭირდეს!
დინჯი, განა ფუსფუსა,
იქ კუ სახლობს კუსკუსა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ზღაპარელა-ზღაპარო!-ახლა ვის ამბავს ჰყვები, ზღაპარელა-ზღაპარო? გვიხმე, შემოგვატარე ჯადოსნური სამყარო. -მე ფიფქიას წიგნი ვარ!...ირმები მთიდან ბარში ჩადიანეს ზამთარი მეთოვლია იცით, ზოგჯერ როგორია? პირქუში და ღრუბლიანი, ქარიანი, სუსხიანი... მოჭრაჭუნეთოვლიანი, მ...და-ძმადელასა, დელი-დელასა, გოგოსა ცუგრუმელასა უყვარს თავისი ძამიკო, უნდა, რომ კარგი და იყოს, მზეცა და მთვარეც, ...თოვლის მელაზამთარია, თოვს და თოვს, ცა ფუმფულა საბანს ქსოვს, გადაფარა ირგვლივ მიწა, ხე თუ ჩირგვი. ნაცარა და ყურგრძელი...შემოდგომამ გაგვახარაშემოდგომამ გაგვახარა ზამთრის უხვი მარაგითა, ყურძენი გოდრით დაგვიდგა, ხილი კიდევ კალათითა. წელსაც თავი მოი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026