kids.ge logo

წვიმა

ფავორიტებში დამატება

წკაპი-წკუპი-წკაპუნა,
მე წვიმა ვარ შხაპუნა,
ჩქარა, გარეთ გამოდით,
ნინიკო და პაპუნა!
გესმით? ფანჯრის მინაზე
წვიმამ მოგიკაკუნათ.
წვიმინი დილაა,
წვიმინი საღამო,
თავს ვევლები ყვავილებს
და ვღიღინებ სამოდ:
წყუროდათ, ლამაზებო?
ჰოდა, წვიმა გამოთ!
მაცოცხლებელ წვეთებით
მიწას დავეწვეთები,
ბალახს ავაბიბინებ,
ფოთლებს ავაღიღინებ,
არც ღამე დავიძინებ,
სულ სიმღერით ვიწვიმებ!
წვიმამ ბაღში ყვავილებს
პირი დაბანინა,
წკაპი-წკუპი-წკაპუნა,
წვიმა მოდის შხაპუნა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კიდევ ერთი ქართველიყველამ გულით გაიხარა,- ციდა ბიჭი დაიბადა! სიხარულით გაიბადრა მშობლიური მთა-ველი,- შეეძინა საქართველოს კიდ...ზამთარიწვიმა, თოვლი, ავდარი... აი, ესეც ზამთარი! ყინვა დადის კარდაკარ, სუსხი დააქვს ქარდაქარ, მიწა თოვლმა დაჰბურ...ნეტავი, ბიჭო შენს დედას!ნეტავი, ბიჭო შენს დედას! ასეთი შვილით იხაროს! ნეტავი, ბიჭო, შენს მამას! რა შვილი გაუზრდიხარო! სწავლაც გიყ...ნინო და პიანინომოუტანეს პიანინო ცუგრუმელა გოგო ნინოს, აგრიალდა პიანინო, აამღერა ცელქი ნინო. აკისკისდნენ კლავიშები: -დელი...ნუცას უთოდედიკომ ნუცას უყიდა სათამაშო უთო. ნუცა ფუსფუსა გოგოა, საქმეს არვის უთმობს. დაფაცურდა, დატრიალდა, მოინდომა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026