kids.ge logo

წვიმა

ფავორიტებში დამატება

წკაპი-წკუპი-წკაპუნა,
მე წვიმა ვარ შხაპუნა,
ჩქარა, გარეთ გამოდით,
ნინიკო და პაპუნა!
გესმით? ფანჯრის მინაზე
წვიმამ მოგიკაკუნათ.
წვიმინი დილაა,
წვიმინი საღამო,
თავს ვევლები ყვავილებს
და ვღიღინებ სამოდ:
წყუროდათ, ლამაზებო?
ჰოდა, წვიმა გამოთ!
მაცოცხლებელ წვეთებით
მიწას დავეწვეთები,
ბალახს ავაბიბინებ,
ფოთლებს ავაღიღინებ,
არც ღამე დავიძინებ,
სულ სიმღერით ვიწვიმებ!
წვიმამ ბაღში ყვავილებს
პირი დაბანინა,
წკაპი-წკუპი-წკაპუნა,
წვიმა მოდის შხაპუნა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ფოთლებიქარმა მოსტაცა ჭადარს ფოთოლი,- ოქროს ფოთოლი, ოქროს ფოთოლი, ქარში ნეკერჩხლის ელავს ფოთოლი,- ლალის ფოთოლი, ლ...ირმები მთიდან ბარში ჩადიანეს ზამთარი მეთოვლია იცით, ზოგჯერ როგორია? პირქუში და ღრუბლიანი, ქარიანი, სუსხიანი... მოჭრაჭუნეთოვლიანი, მ...რა კარგია ნაძვისხე!რა კარგია ნაძვისხე! ნათელი და ხასახასა! ტოტებზე ვარსკვლავები ნეტავი, ვინ დაასხა? ვინ დაკიდა ბურთულები, ას...ჩვენთან ერთად არის სანტა კლაუსიცგული მღერის: ოდელია-დელია! გიხაროდეთ, დღეს ახალი წელია! პატარებო! ფეხი მარდად გაუსვით, ჩვენთან ერთად ცეკვ...ატმის ხე ჯოხს ეუბნებაატმის ხე ჯოხს ეუბნება: -ვიცი, ეს დღეც დადგებოდა, ქვეშ საყრდენად რომ არ მედგე, ტოტი ჩამომატყდებოდა... ახლა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026