kids.ge logo

ციცინათელა

ფავორიტებში დამატება

როცა მეტყვი-ავინთები,
როცა მეტყვი-ჩავქრები,
ციმ-ციმ, ციცინათელას
მსურს ამ ამბის გამხელა;
შენთვის ვანთებ ბნელ ღამეში
მზის ნაპერწკალს პაწიას,
საკვირველი, მოციმციმე
ტანსაცმელი მაცვია.
თუკი გინდა ჩემი ნახვა,
ღამით მოდი, პატარავ,
მთვარე ზღაპარს მოგვიყვება;
-სად იყო და სად არა!
მეტყვი:-რა კარგი ღამეა!
შენ კი როგორ უხდები!
ვარსკვლავივით ვიციმციმებ,
ხელზე დაგისკუპდები.
ღამე მოდი, ალიონზე
ვაქრობ ციცქნა სანათებს,
საგულდაგულოდ ვინახავ
ჩემს ციმციმა ალმასებს.
ნება-ნება ციგებენ
პაწაწინა ლამპრები,
თუკი მეტყვი, ავინთები,
თუკი მეტყვი-ჩავქრები!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნავი ეჯიბრება თოლიასმისრიალებს ზღვაში ნავი,- ტალღას მისდევს გოლიათს, სად იჩქარის? ეჯიბრება ფრთაფარფატა თოლიას. ამხნევებენ ზღვ...ოცდახუთსა დეკემბერსა„ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო!“ ბარაქა და ოქროს ხვავი თქვენს მარნებს და ბეღლებს...ლომს რა ენატრებადღეს მე ზოოპარკში ვნახე ლომი ოქროსფაფრიანი, აფრიკა თუ ენატრება, მომეჩვენა ნაღვლიანი. გალიაში გაშოტილი იწვ...თოვლის მელაზამთარია, თოვს და თოვს, ცა ფუმფულა საბანს ქსოვს, გადაფარა ირგვლივ მიწა, ხე თუ ჩირგვი. ნაცარა და ყურგრძელი...პირველი თოვლიმთების კალთებიდან თოვლი ჩამოსულა, ჩამოცოცებულა, ჩამოპარულა, ფიფქები დაჰქრიან ცაში ჟრიამულით, ბარშიც გაუმა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026