kids.ge logo

დაფრინავენ ჩიტუნები

ფავორიტებში დამატება

რომ ვუმზერ გაშლილ ველ-მინდვრებს
და აყვავებულ ტყისპირებს,
მდელოს-ათასფრად დაქარგულს,
ხავერდივით რომ ბიბინებს,
ფრთა მესხმის სიხარულისგან,
ვიღიმი, ტკბილად ვღიღინებ...
თავს მზე დაგვნათის ცხრათვალა,
ზეცა მიცინის კრილა,
ჩიტმა მეგობრად ჩამთვალა,
ჭიკჭიკით გადამირა.
ღმერთო, ეს ჩიტი მიცოცხლე,
არ გაჩინო ირა!
მთას ლურჯი ქუდი უხდება,
წყარო წმინდაა, კრილა...
ჩიტმა მეგობრად ჩამთვალა,-
ჭიკჭიკით გადამირა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ორი ხელი-ორი მაჯაამ ლამაზი ქვეყნის ცქერა ორმა თვალმა ინებაო, ორმა ყურმა გაიგონა მისი ქება-დიდებაო. ორი ხელი-ორი მაჯა მამულ...პეპელაგამონარნარდა პეპელა,- ფრთამოფარფატე, ჭრელიო, ყვავილთა კეკლუც დედოფალს შეჰხარის მთა და ბველიო. კაბა აცვია ...პატარა ქირურგი-ჩუ, სიჩუმე! ყველას თეთრი ხალათი თუ გაცვიათ? ლაშა ექიმი აკეთებს მძიმე ოპერაციას... -ვის უკეთებს? -ჩვენი თ...ყაყაჩოყაყაჩო ვარ მოცქრიალე, ქარში ლაღად მოფრიალე! მშვენიერი არ ვარ განა?- გაზაფხულმა მომიყვანა! მზე სხივებით მო...ვაშლილოყაწითელა, შაქარა ვაშლი მიგორდა თაკოსთან: -გემრიელი ვარ, პატარავ,- სურნელოვანი, ტკბილიო! შენი ვარ, ჩაიტკ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026