kids.ge logo

ხალხური

ფავორიტებში დამატება
მინდვრად ეგდო თეთრი ქვა,
დავკარ ხელი, თან ამყვა...
ქალო, შენი სიყვარული,
სადაც წაველ, თან წამყვა.

ქვა უბეში ჩავიდევი,
დამამძიმა, დამძალა!..
ქალო, შენი სიყვარული
გამწარდა, ვით სამსალა.

ქვა ავიღე, გადავაგდე,
მივუმატე ძველ ყორეს...
ქალო, შენი სიყვარულიც
გადვულოცე მერეს!

იმ ქვას წვიმა დაასველებს, -
ცრემლები - შენს სიყვარულს...
მაგრამ წვიმა ქვას ვერ ალბობს
და ცრემლები კაცის გულს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ხანჯალსშენი ჭირიმე, ხანჯალო, რკინაო ხვარასნისაო, შენ ერთად-ერთო იმედო მტრისაგან გამოხსნისაო!.. გლესავ და გლესავ,...ჩანგურიმე ჩანგური მისთვის მინდა, რომ სიმართლეს მსახურებდეს, განამტკიცოს აზრი წმინდა, გულს სიწმინდით ახურებდეს! ე...ქებათა-ქებასხვებმა სვან ღვინო, მე უღვინოდაც მთვრალი ვარ პირად ბედნიერებით და ნეტარებას მიმრავალკეცებს მიდამო მისის მ...პოეტიხან უგნური ვარ, ხან ბრძენი, ხან არც ისა ვარ, არც ისა! გარემოების საყვირი, არც მიწისა ვარ, არც ცისა. ნუ მკ...ხატის წინმიყვარს, როდესაც ხატის წინ ანთია წმინდა სანთელი და საიდუმლო პარპალით ბნელს ფანტავს მისი ნათელი. მყუდროდ, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026