kids.ge logo

ცეკვა

ფავორიტებში დამატება

ჩამორე მდელოზე
ლამაზო ცეკვავ, ქართულო!
მიამბე საქართველოზე,
ზღაპრულო ცეკვავ, ქართულო!
დაისხი, ფრთები დაისხი!
არწივთა ცეკვავ, ქართულო!
ტაში ცის კიდით გაისმის,
ცირო ცეკვავ, ქართულო!
კვლავ ასახელე ქვეყანა,
საქვეყნო ცეკვავ, ქართულო!
ცამრგვალი ცეკვავს, ტრილებს,
ფიცხელო ცეკვავ, ქართულო!
მზეც კი შენს ირგვლივ ბზრილებს,
მზირო ცეკვავ, ქართულო!
ამბებს გვიყვები წარსულზე,
წინაპართ ცეკვავ, ქართულო!
წარსულზე-აწ გარდასულზე,
გავთა ცეკვავ, ქართულო!
ძველი ხარ ლეგენდებივით,
გრძნელო ცეკვავ, ქართულო!
მაღალი ჩვენი მთებივით,
მაყო ცეკვავ, ქართულო!
ცად ატაცე გრძნობები,
ცირო ცეკვავ, ქართულო!
მარადილი იქნები,
მიყვარხარ, ცეკვავ ქართულო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჟირაფირა ლამაზი ცხოველია!- გაიძახის ჩვენი ანა, -კისერი რამ დაუგრძელა? რამ გაზარდა ამისთანა? როგორია გრძელკისერა...ბალი, ბავშვები და ჩიტებიმაღლა, ტოტზე ესხა ბალი, ზედ რჩებოდა ყველას თვალი, ნერწყვს ყლაპავდნენ პაწიები: -ტოტებო, ხართ ქვაწვიები, ბა...ნუცას უთოდედიკომ ნუცას უყიდა სათამაშო უთო. ნუცა ფუსფუსა გოგოა, საქმეს არვის უთმობს. დაფაცურდა, დატრიალდა, მოინდომა...ბაბუს ჯოხიფეხი ძლიერ სტკივაო,- დარდობს გოგო ღაბუა, -ჯოხს ეყრდნობა, ძლივს დადის ჩემი კარგი ბაბუა! მოხუცისკენ გაიქცა ...თამარი-რა კარგი სახელი მქვიაო, რა კარგი!- ამაყობს პატარა გოგო,- თამარი დამარქვეს! თამარი დამარქვეს! როგორ გამახ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026