kids.ge logo

მერე რაა, რომ საქართველოა

ფავორიტებში დამატება
მერე რაა, რომ საქართველო
და კიდევ არსად - სხვა საქართველო? -
სივე იქცა აქაც ხელობად,
ლამის ერთურთი აქაც გათქერონ!..

როგორ მოხშირდა უცხო ნადური,
როგორ სანსალებს ენა სხვათანი!..
ჩვენ კი მრისხანედ მუშტშემართულნი,
სხვა საქართველო, - ვყვირით,
სად არი?!

მერე რაა, რომ საქართველოა? -
კი იქედნე დაძრწის ბაღნარშიც?!
ყავი თუნდაც დავით მეთხე, -
საშველს არ მოგცემს ლანდი ბაღვაშის...

გატანლობის შავი ლაქები,
სავარდოში რომ ჯაგნარს შემოშლის, -
სწორედ ეს არის სხვა საქართველო
აქვე, სრულიად საქართველოში!..

შაჰსაც წამოსცდა ერთი სიმართლე,
მიხვდა ქართლისთვის კუბოს გამთლელი:
ვერარა მტერი ვერ ძლევსო ქართველს,
რომ არ მტრობდესო თვითონ ქართველი!..

მერე რაა, რომ საქართველოა -
დიდგორის გმირი და ნადიმარი? -
გაივლის დრო და ჩასახება
ყორღანაშვილი და შადიმანი!..

ახლაც მკერდს მინგრევს
ბოღმა იმ დღისა,
ახლაც სირცხვილით მიხურს
ყვრიმალი:
ზედ ბაზალეთთან ძმათა სისხლის ღვრას
კი მიაძღნენ სვავნი მყივარნი?!

მერე რაა, რომ საქართველოა,
მხარე თავდგმული შოთას წინითა? -
ციხეს ვერ ნახავ, - იმერ-ამერში,
არ გატეხოს თვისტომს შიგნიდან...

მერე რაა, რომ საქართველოა, -
გაიშლი გზისპირს სუფრას ნელიად
და უცებ ჩრდილი თავს წაგადგება,
ხედავ და... კუჭატნელია!..

მერე რაა, რომ საქართველოა? -
სისხლის ცრემლი სწვავს ყელში გაჩრილი! -
ჩაგისაფრდება სადღაც სიგლახე,
ვით წიწამურთან - ბერბიჭაშვილი!..

... რა გამოლევსო, თქმულა,
მჯობთა მჯობს,
ის მჯობთა მჯობიც გამოლელა!..
მერე რაა, რომ საქართველოა! -
ბედმა უკუღმა გამარტვილა...
სულ რომ არ იყოს, ალბათ
სიკვდილსაც
იწვევდა კაცი უფრო ადვილად!..

მაგრამ არის და, სწორედ ამიტომ
თავს ახვევია ყორანთ გუნდები...
საქართველოში მთელი სიცოცხლე
საქართველოსთვის ბრძოლას ვუნდებით!..
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026