kids.ge logo

ჩემი სოფელი

ფავორიტებში დამატება

ლილისფერ მთათა გადაღმა
ელვარებს როგორც ალმასი,
ცით, ამ სოფელს რა ჰქვია?
-სოფელი... „ასე ლამაზი!“

წყარომ ჩქაფუნით ირა,
ტყე-ველი ჩამოირა,
ცით ამ წყაროს რა ჰქვია?
-წყაროა... „ასე წკრიალა!“

ჩიტმა ჭიკჭიკით დამლოცა,
ტყის თავზე ჩაიცქრილა,
თქვენ იცით, ამ ტყეს რა ჰქვია?
-ტყე გახლავთ... „ასე შრიალა!“

მთის მკერდზე ნისლი სეირნობს,
ქედიდან ქედზე მავალი,
ამ მთას რა ჰქვია, კარგებო?
-ჰქვია მთა... „ასე მაღალი!“

ყვავილთა ფარჩელები
უხვად რომ მიმოფანტულა,
ამ მინდვრებს, იცით, რა ჰქვია?
-მინდვრები...“ასე ხატულა!“

რომ ამბობს:-ღმერთმა დალოცოს
პატარა შვილიშვილიო,
ცით, სოფელში ვინ მელის?
-ბებია...“ასე ტკბილიო!“

ბა, როგორ არ მიყვარდეს?
მეც ამ სოფლის ვარ შვილიო.
აქ ცხოვრობს გულკეთილი
ბებია... „ასე ტკბილიო!“
წყაროა... „ასე წკრიალა!“
ტყე გახლავთ... „ასე შრიალა!“
თითქოს შორეთში მავალი
მთები გვაქვს... „ასე მაღალი!“
ვარდები მიმოფანტულა
მინდვრები... „ასე ხატულა!“
ელვარებს როგორც ალმასი-
სოფელი... „ასე ლამაზი!“

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კიდევ ერთი ქართველიყველამ გულით გაიხარა,- ციდა ბიჭი დაიბადა! სიხარულით გაიბადრა მშობლიური მთა-ველი,- შეეძინა საქართველოს კიდ...ციცინათელაროცა მეტყვი-ავინთები, როცა მეტყვი-ჩავქრები, ციმ-ციმ, ციცინათელას მინდა ამბის გამხელა; შენთვის ვანთებ ბნელ...საახალწლო-თოვლის ბაბუა, სანტა კლაუსი, მწვანე ნაძვისხე, კოხტად მორთული ... გვიღიმიან და გვეუბნებიან: -ახალი წელიაო ...თითებისაქმეში მეხმარებიან ჩემი პატარა თითები: პირს ვიბან, ვხატავ, ვთამაშობ, ვწერ, ვჭრი, ვკერავ თუ ვალაგებ... რა...დაბურდღუნებს ტყეში დათვი!ჩიტი გალობს: ინდი-მინდი! აყვავდაო ტყეში შინდი! დათუნიამ, აბლი-ბაბლი, მიირთვაო ტკბილი თაფლი! სულ რამდენი, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026