kids.ge logo

ყველა მარიამს

ფავორიტებში დამატება

მარიამ, ღვთისმშობლის სახელი გიწოდეს,-
შენი სამშობლოს მფარველის.,
სიყვარულით რომ შემოგინახა
ზურმუხტისფერი მთა-ველი.

ქამდე კალთით რომ მოგიტანა
შენი პატარა სამშობლო...
ლოცვა აღუვლინე! ლოცვა აღუვლინე,
მის წილხვედრ მიწაზე ნაშობო!

მარიამ, ეგ შენი ცირი სახელი
ქართველთა მფარველი ფარია,
ქება და დიდება შენს ციურ სეხნიას,
პატარა ქართველო მარიამ!

დალოცვილ მიწაზე გოგმანებ, გოგონი,
ცირი ვარსკვლავის დარია,
ღვთის დედის სეხნიავ, პატარა ყვავილო,
მარიამ! მარიამ! მარიამ!

ქება და დიდება ბრწყინვალე სეხნიას
და ლოცვა-კრიალოსნად გაბმული.
კვლავაც დაფაროს, კვლავაც დაფაროს
ჩვენი საყვარელი მამული!

მაყად ატარე სპეტაკი სახელი,-
ცირი ვარსკვლავის დარია!
სათუთო, ლამაზო ქართულო ყვავილო!
მარიამ! მარიამ! მარიამ!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ენძელადიდხანს, დიდხანს ვიარე, აი, მოველ მზიანეთს, გული გავიხალისე, სიხარულით ავივსე, თოვლში ამოვიწვერე მოვეფინე...ლილეო... და ახალი წელი!მივულოცავ ახალ წელს, ამას ვეტყვი ჩურჩულით: -დაელოცოს ჩვენს სამშობლოს, ყველა კუთხე-კუნჭული! დაელოცოს ალაზა...ცეკვაჩამოუარე მდელოზე ლამაზო ცეკვავ, ქართულო! მიამბე საქართველოზე, ზღაპრულო ცეკვავ, ქართულო! დაისხი, ფრთები და...ღრუბელიღამესავით მოქურუშდა, ჩააბნელა მთა და ბარი, იხუვლა და გადმოგვასხა დელგმა წვიმის ნიაღვარი. დაიწურა ყველა ფთ...პატარა ბიჭები და კარატეჩვენი სახლის ბიჭუნებს ძლიერ უყვართ კარატე, ისე გადარეულან, სხვას არ სცნობენ არაფერს. აღტაცებით ჰყვებიან ა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026